ექსპლოატაციის მენეჯერი (დროებითი თანამშრომელი)
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ექსპლუატაციის მენეჯერი პასუხისმგებელია თიბისი ბანკის ფილიალების, სერვისცენტრების, ლომბარდებისა და ბექ-ოფისების ტექნიკურ მხარდაჭერასა და მათი ტექნიკური გამართულობისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.
- ფილიალების, სერვის ცენტრების, ლომბარდების და ბექ ოფისების (შემდგომში „საპასუხისმგებლო ობიექტები“) მხარდაჭერა ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების კუთხით, მომსახურე კომპანიის ან შიდა რესურსი გამოყენებით;
- შესაბამისი პროგრამულ პლატფორმის (Jira) მეშვეობით დაფიქსირებული მოთხოვნების დროული და ეფექტური შესრულება,
- საპასუხისმგებლო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მათ შორის, გარე ფასადის ვიზუალურ მდგომარეობაზე ზრუნვა (სარეკლამო აბრები და ა.შ.);
- საპასუხისმგებლო ობიექტების ფრონტისა და ბექ ოფისების განათების მონიტორინგი/კონტროლი;
- სარემონტო ფილიალის დემონტაჟი, დემონტაჟის შედეგად დარჩენილი მასალა/ინვენტარის იდენტიფიცირება და შესაბამისი საწყობების მიხედვით განაწილება.
- ფილიალის დემონტაჟის დაწყებამდე, ყველა იმ ინვენტარი/ტექნიკის აღწერა და აქტის შედგენა, რომლის საფუძველზეც, მშენებელს გადაეცემა ყველა ის ინვენტარი/ტექნიკა, რომელიც რემონტის დროს რჩება ფილიალში, სარემონტო სამუშაოების დასრულებისას ექსპლოატაციის მენეჯერი ამოწმებს და იბარებს აქტში გაწერილ ყველა ტექნიკა/ინვენტარს.
- ფილიალის გახსნის დღეს ობიექტის ჩაბარება
- ბიზნესის მიერ დავალებული არასტანდარტული პროექტების შესრულება
- ქსელში არსებული პრობლემური ფილიალები იდენტიფიცირება, აღრიცხვა/კონტროლი
- Monitoring dashboard ანალიზი და პრობლემური საკითხების მოგვარება, როგორც კონტრაქტორი კომპანიებით, ასევე შიდა რესურსის საშუალებით.
- საპასუხისმგებლო ობიექტებში სამღებრო სამუშაოების დაგეგმვა, მოცულობის განსაზღვრა, პროექტის ფარგლებში შერჩეული ჯგუფი/კომპანიაზე გადაცემა, ხარისხის და მოცულობის კონტროლი;
- ელ კარები, ღილაკები, სენსორები შლაგბაუმების გამართულად მუშაობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ღონისძიებების გატარება;
- სამღებრო მასალების შესყიდვა/ანგარიშსწორება/აღრიცხვა
- გარანტიის მქონე ობიექტების იდენტიფიცირება და კონტრაქტორ კომპანიებთან პრობლემური საკითხის გადაცემა, შესრულების ვადის და ხარისხის კონტროლი
- გარე სარეკლამო მონიტორების მოწესრიგება/გამართვა (ელექტროობა/ქსელი)
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება.
- ლოგისტიკის, ექსპლოატაციის ან მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- ყურადღებიანობა და თავაზიანობა.
- დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა .
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.