პერსონალური საბანკო მომსახურების დირექტორი - ქუთაისის ფილიალი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: ქუთაისის
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
როლის მიზანი:
პერსონალური საბანკო მომსახურების დირექტორი წარმოადგენს ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის სტრატეგიის ეფექტურ შესრულებას, მართავს ფილიალში სეგმენტის ოპერაციულ/ადმინისტრაციულ და ბიზნეს საქმიანობას, ქმნის შედეგებზე ორიენტირებულ გუნდს და უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ძირითადი პასუხისმგებლობები
ბიზნეს ამოცანები:
- პერსონალური საბანკო მომსახურების სეგმენტის გაყიდვების პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების უზრუნლყოფა
- ფილიალის მოქმედების არეალში, სეგმენტის პორტფელის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა
- ფილიალის მოქმედების არეალში კონკურენტების ანალიზი (პროდუქტები, არხები) და შესაბამისი გაუმჯობესების დაგეგმვა
- გეგმების შესრულების მართვა - კონტროლი, გადახრების ანალიზი, შესრულების გაუმჯობესების გზების დაგეგმვა და ეფექტური აღსრულება
- სეგმენტის ფარგლებში, ფილიალის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
- სეგმენტის ფარგლებში, ფილიალის მომგებიანობის და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება
- ფილიალში არსებული სეგმენტური გუნდების მხარდაჭერა და ეფექტური კოორდინაცია დასახული მიზნების მისაღწევად
- ფილიალის მოქმედების არეალში, მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობა
მომსახურების ხარისხის მართვა/მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა
- მომსახურების მაღალი და ერთიანი სტანდარტის დაცვა ფილიალში
- მომსახურების ხარისხზე დაკვირვება, პრობლემების იდენტიფიცირება და გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება და ღონისძიებების გატარება;
- ფილიალში მომსახურების სტანდარტის დანერგვა, მათ შორის თანამშრომელთა პროფესიული, ვიზუალური სტანდარტების და დრესკოდის დაცვა (დრესკოდი და ქცევის წესები).
- ფილიალის გარემოსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობის დაცვა
გუნდის მართვა და განვითარება:
- პერსონალური საბანკო მომსახურების სეგმენტის ლიდერული და არალიდერული როლის თანამშრომლების შერჩევა
- შედეგებზე ორიენტირებული და მოტივირებული გუნდის შექმნა;
- თანამშრომლების განვითარება და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭრა.
- რეგულაური უკუკავშირის კულტურის დანერგვა
- გუნდის რესურსების ეფექტური დაგეგმვა
რისკის და კონტროლის მართვა
- სეგმენტის ფარგლებში, ფილიალის საქმიანობაში წარმოშობილი რისკების გამოვლენა, შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი
- შიდა აუდიტით გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება
- ფილიალის ფარგლებში, კომიტეტის ოქმებით განსაზღრული ადმინისტრაციული ვალდებულებების მართვა
- ოპერაციული სტანდარტებისა და რეგულაციების შესრულება ფილიალში
ფილიალების ადმინისტრაციული და ოპერაციული მართვა
- რესურსების სწორი განაწილება, თანამშრომელთა დატვირთვისა და პროდუქტიულობის მართვა
- სხვადასხვა სეგმენტიდან წამოსული ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, ადმინისტაციულ მართვაში ჩართვა და მხარდაჭერა
კვალიფიკაცია
სასურველი კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსები);
სავალდებულო კვალიფიკაცია
- ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაკრედიტების სფეროში;
- სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება.
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- გუნდური მუშაობით, აძლიერებ და ქმნი ღირებულებებს;
- ღია ხარ ახალი შესაძლებლობებისთვის და ცვლილებებისთვის
- ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი
- გაქვს საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
- გაქვს წარმატებული მაგალითები ადამიანების მოტივირებასა და თანამშრომლების საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.