საოპერაციო კოორდინატორი (ბიზნეს გიდები) - თბილისი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად

თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.

ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. გარდა ამისა, პოზიცია ითვალისწინებს პოტენციური მომხმარებლების მოძიებას, რაც ბაზრის კარგად ათვისების საშუალებას იძლევა.

ასისტენტის როლზე პროფესიული გამოცდილების და ცოდნის მიღების პროგრამის ხანგრძლივობაა: 6 თვემდე. წარმატებული ასისტენტები დაწინაურდებიან ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

პოზიციის მიზანი
საოპერაციო კოორდინატორის მთავარი მიზანია ფილიალში არსებული ბიზნეს გიდების საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია, მათი შედეგიანობის მხარდაჭერა და ბიზნეს მიმართულებით გაყიდვების პროცესის განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალში არსებული ბიზნეს გიდების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
  • ბიზნეს გიდების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი;
  • გუნდისთვის მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა;
  • ბიზნეს გიდების გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • გუნდის წევრების მხარდაჭერა გაყიდვების პროცესში და საჭიროების შემთხვევაში ქოუჩინგი/უკუკავშირის მიწოდება;
  • ბიზნეს კლიენტების საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირებისა და შესაბამისი საბანკო პროდუქტების შეთავაზების ხელშეწყობა;
  • ფილიალის ბიზნეს მიმართულების ზრდისა და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა;
  • შესაბამის შიდა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • ბიზნეს გიდებისთვის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
  • არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ინიცირება.

კვალიფიკაცია

  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერული ან გუნდის კოორდინაციის გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • გუნდის მოტივაციისა და განვითარების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პროცესების მართვის უნარი;
  • ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციები:

  • ლიდერობა და გუნდის მართვა;
  • გაყიდვების უნარები;
  • კომუნიკაცია და მოლაპარაკება;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • უკუკავშირის ეფექტურად მიწოდება;
  • ბიზნეს ხედვა და კლიენტზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint