მონიტორინგის ექსპერტი - მონიტორინგის ცენტრი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

მონიტორინგის ექსპერტს მიზანია მაღალრისკიანი ოპერაციებისა და პროცესების დროული, ხარისხიანი და ობიექტური მონიტორინგის განხორციელება, გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება, შედეგების ანალიზი, პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება და ორგანიზაციის რისკების შემცირების ხელშეწყობა

• საოპერაციო რისკების მართვის განყოფილების მიერ განსაზღვრული მაღალრისკიანი პროცესებისა და ოპერაციების მონიტორინგის განხორციელება;
• მონიტორინგის პროცედურებისა და ლოგიკების შესაბამისად ოპერაციების შემოწმება, ანალიზი და შეფასება;
• მონიტორინგის შედეგების აღრიცხვა, დოკუმენტირება და ასახვა დადგენილი ფორმატის რეპორტებში;
• გამოვლენილი ხარვეზების, დარღვევების, შეუსაბამობებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება;
• აღმოჩენილი შეცდომების გავლა შესაბამის გუნდებთან და დივიზიებთან, მათი დროული გამოსწორების მიზნით;
• მონიტორინგის შედეგების, ტენდენციებისა და სტატისტიკის მომზადება და გაზიარება მიმართულების ლიდერთან;
• განმეორებადი შეცდომებისა და სისტემური პრობლემების გამომწვევი მიზეზების ანალიზი;
• პროცესების გაუმჯობესების, ოპტიმიზაციისა და რისკების შემცირების მიზნით რეკომენდაციების მომზადების უზრუნველყოფა;
• საპრევენციო ინიციატივებისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავების უზრუნველყოფა;
• დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა პროცესების უწყვეტობის მიზნით;
• სამუშაო პროცესში გამოვლენილი შეფერხებების, პრობლემებისა და რისკების ესკალაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან;
• რეგულაციების, შიდა პროცედურებისა და ინსტრუქციების მუდმივი შესწავლა და საქმიანობაში გამოყენება;
• ყოველდღიურ სამუშაო შეხვედრებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;

• ახალი მონიტორინგის პროცესების, ანგარიშგებისა და ინსტრუმენტების დანერგვის მხარდაჭერა;
• მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა ლეგიტიმური დავალებების შესრულება.

 

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის ან შესაბამის სფეროში (ბაკალავრი/მაგისტრი);
  • საბანკო, სადაზღვევო, ფინანსურ, აუდიტორულ ან შესაბამის სფეროში არანაკლებ 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • ოპერაციების, მონიტორინგის, კონტროლის, AML, შესაბამისობის ან რისკების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  •  საბანკო პროცესებისა და პროდუქტების ცოდნა.
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

პროფესიული და პიროვნული კომპეტენციები

• ანალიტიკური აზროვნება და მონაცემების დამუშავების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
• პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
• კრიტიკული აზროვნება;
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
• დროისა და პრიორიტეტების ეფექტური მართვის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• შედეგზე ორიენტირებულობა;
• ინიციატიურობა და პროაქტიულობა;
• გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
• კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა;
• ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
• პარალელური ამოცანების მართვის უნარი (Multi-Tasking);
• პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა და თვითგანვითარების მოტივაცია.

ტექნიკური ცოდნა

• MS Office (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე;
• მონაცემების ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
• საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, რეგულაციებისა და შიდა პროცედურების ცოდნა;
• Power BI-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ენები

  • ქართული-გამართული;
  • ინგლისური - B1/B2;
  • რუსული - B1/B2.

უპირატესობა
• ACAMS, ICA ან სხვა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

    • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
    • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
    • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
    • ანონიმური წერილი
    • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

    დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

    კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint