მიმართულების ლიდერი - მონიტორინგის ცენტრი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
მიმართულების ლიდერის მიზანია გუნდის ეფექტიანი მართვა, მონიტორინგის პროცესების ხარისხის უზრუნველყოფა, რისკების მართვა, თანამშრომლების განვითარება და პროცესების მუდმივი გაუმჯობესება.
ფუნქციები და მოვალეობები:
- გუნდის ფუნქციონალური გეგმის განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
- გუნდის საოპერაციო მართვა, სამუშაოს განაწილება და თანამშრომლების კოორდინირებული და მოტივირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- გუნდის შედეგების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგებისა და ყოველკვარტალური პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
- მონიტორინგის გეგმების შესრულებისა და მონიტორინგის შედეგების ხარისხის კონტროლი;
- არსებული პროცესების რისკიანობის შეფასება საოპერაციო რისკების გუნდთან კოორდინაციით, RCSA მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- RCSA-ისა და რისკების რეკომენდაციების საფუძველზე მონიტორინგის პროცედურების ფორმირება, განახლება და სრულყოფა;
- მონიტორინგის მეთოდოლოგიის, კონტროლებისა და პროცედურების გაუმჯობესების, ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის ინიციირება და კოორდინაცია;
- სამონიტორინგო შედეგების, ტენდენციების, სისტემური ხარვეზებისა და რისკების ანალიზი;
- ხშირად განმეორებადი შეცდომებისა და ხარვეზების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- მაღალრისკიანი პროცესებისა და ოპერაციების კონტროლის გაძლიერების მიზნით რეკომენდაციების, დამატებითი კონტროლებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება;
- მნიშვნელოვანი და კრიტიკული შემთხვევების დროული ესკალაცია შესაბამის მიმართულებებთან;
- მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირება, მათი გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და აღმოფხვრის ღონისძიებების კოორდინაცია;
- მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით პროცესების გაუმჯობესებისა და რისკების შემცირების ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;
- თანამშრომელთა შეფასება, ქოუჩინგი, ცოდნის გაზიარება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და სწავლების პროცესის მხარდაჭერა;
- შიდა რეგულაციების, პროცედურებისა და ინსტრუქციების განახლების ინიციირება;
- დივიზიების, მიმართულებების, რისკების მართვის, შესაბამისობისა, აუდიტის და სხვა მიმართულებების გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- გუნდის შედეგებზე პასუხისმგებლობა განსაზღვრული KPI-ების შესაბამისად;
- მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა ლეგიტიმური დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის ან შესაბამის სფეროში (ბაკალავრი/მაგისტრი).
- საბანკო/სადაზღვევო/აუდიტორულ სფეროში არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- მონიტორინგის/ოპერაციების/რისკების/AML მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება რისკების/AML გამოცდილებას)
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
პროფესიული და პიროვნული კომპეტენციები
- ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტური დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინიციატიურობა და პროაქტიულობა;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტური მართვის უნარი;
- ცვლილებების მართვის და პროცესების გაუმჯობესების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თანამშრომელთა განვითარების, ქოუჩინგისა და მენტორობის უნარი;
- სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- ახალ პროცესებსა და საკითხებში სწრაფი ადაპტაციისა და სწავლების უნარი;
- პარალელური ამოცანების მართვა (Multi-Tasking);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა და თვითგანვითარების მაღალი მოტივაცია.
ტექნიკური ცოდნა
- MS Office (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე
- საბანკო საქმანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების/კანონმდებლობის ცოდნა;
- საბანკო პროდუქტების, გადარიცხვების პროცესებისა და კონტროლების ცოდნა;
- Power BI სასურველია.
ენები
- ქართული-გამართული;
- ინგლისური - B2;
- რუსული - B2.
უპირატესობა
• ACAMS, ICA ან სხვა შესაბამისი სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.