იურისტის ასისტენტი - ქუთაისი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის მიმდინარე დავების ეფექტურად წარმართვასა და საუკეთესო შედეგებზე.
ძირითადი ფუნქციები:
• განყოფილების უფროსის, იურისტის/უფროსი იურისტის დავალებების შესრულება;
• განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე წერილობით კორესპონდენციაზე ზრუნვა - გაგზავნა და მუდმივი მონიტორინგი;
• საარბიტრაჟო და სასამართლო სარჩელების მომზადება, განცხადებების შუამდგომლობების მომზადება, კორესპონდენციის/გზავნილების მართვა, ბანკის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა როგორც საკრედიტო ისე არასაკრედიტო დავასთან დაკავშირებით, მესამე პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოებში.
• წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება;
• სხვა ფუნქციები, რომლებიც განყოფილების მიზნებიდან და ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო გახდეს შესასრულებლად.
კვალიფიკაცია
უნარები:
• დროის მართვის უნარი;
• პუნქტუალურობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
• გუნდურობა;
• დისციპლინირებულობა;
• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
• დროის მართვის უნარი;
• პრობლემების ანალიზის უნარი; მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრი ხარისხი, ან მაგისტრატურის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით;
• იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე სტაჟირების გამოცდილება (სასურველია)
•AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.