ტექნიკური ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სპეციალისტი - ლოგისტიკის განყოფილება
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
პოზიციის მთავარი მიზანია სათაო ოფისის ტექნიკური ინფრასტრუქტურის ყოველდღიური ვიზუალური და საბაზისო მონიტორინგი, სისტემების მიმდინარე სტატუსების კონტროლი, შესაძლო ხარვეზებისა და არასტანდარტული მდგომარეობების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება და შესაბამისი ტექნიკური ჯგუფებისა და ინჟინრების დროული ინფორმირება.
პოზიცია არ მოიცავს საინჟინრო სისტემების ღრმა ტექნიკურ მომსახურებას, დიაგნოსტიკას ან სარემონტო სამუშაოების შესრულებას. ძირითადი აქცენტი კეთდება შენობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართულობის ყოველდღიურ კონტროლზე, პრობლემების დროულ აღმოჩენასა და შესაბამის რეაგირებაზე.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები
ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი
- სათაო ოფისის ტექნიკური ინფრასტრუქტურის ყოველდღიური გეგმური დათვალიერება და შემოვლა;
- ტექნიკური სისტემებისა და დანადგარების მიმდინარე სტატუსების კონტროლი და აღრიცხვა;
- ტექნიკური დანადგარების ეკრანებსა და პანელებზე გამოსახული ალარმების, ერორებისა და სხვა შეტყობინებების კონტროლი და დაფიქსირება;
- სისტემების მუშაობაში გამოვლენილი ცვლილებებისა და ხარვეზების დროული იდენტიფიცირება;
- არასტანდარტული გარემო პირობების აღმოჩენა, მათ შორის: არასათანადო ტემპერატურა, ნესტი, გაჟონვის ნიშნები, მტვერი, უჩვეულო ხმაური ან ვიბრაცია;
- გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი ტექნიკური ჯგუფების/ინჟინრების დროული ინფორმირება და საკითხის შემდგომი მონიტორინგი;
- ინფრასტრუქტურის გამართულობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე საკითხების კონტროლი და კოორდინაცია.
საღამოს შემოვლა და უსაფრთხოების კონტროლი
- სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ყველა სართულის, საოფისე სივრცისა და ტექნიკური ოთახის სრული შემოწმება;
- სასერვეროებისა და სხვა კრიტიკული ტექნიკური სივრცეების ვიზუალური კონტროლი;
- შენობის დატოვებამდე უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის ძირითადი მოთხოვნების შესრულების შემოწმება;
- განათებებისა და სხვა შესაბამისი სისტემების გამორთვის კონტროლი;
- ტექნიკური სივრცეების დაკეტვისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გადამოწმება;
- საჭიროების შემთხვევაში სისტემების ღამის რეჟიმზე გადასვლის შემოწმება;
- ტექნიკურ ოთახებში წესრიგისა და სისუფთავის მდგომარეობის კონტროლი და შესაბამისი საკითხების დაფიქსირება.
კომპეტენციის სფეროები
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინფრასტრუქტურის საბაზისო ცოდნა და შეეძლოს შემდეგი სისტემების ვიზუალური კონტროლი:
- ელექტროობა და სუსტი დენები - ელექტრო ფარების, ინდიკატორებისა და განათების სისტემების ვიზუალური კონტროლი;
- BMS (Building Management System) - სისტემის მონიტორზე ალარმების, ერორებისა და სხვა შეტყობინებების ამოცნობა და დაფიქსირება;
- ტუმბოები და ჰიდრავლიკური სისტემები - წნევის, გაჟონვის, ინდიკატორებისა და სისტემის ზოგადი სტატუსის ვიზუალური შემოწმება;
- სასერვეროები და UPS - გაგრილების სისტემის მუშაობის, ტემპერატურული რეჟიმისა და UPS-ის პანელებზე ინდიკატორების კონტროლი;
- გენერატორები - საწვავის დონის, ზოგადი მზაობისა და პანელის სტატუსის ვიზუალური კონტროლი.
კვალიფიკაცია
- ტექნიკური მიმართულებით განათლება ან შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
- შენობის საინჟინრო/ტექნიკური სისტემების საბაზისო ცოდნა;
- ტექნიკური დანადგარების პანელებისა და ინდიკატორების წაკითხვისა და ძირითადი შეტყობინებების ამოცნობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაკვირვებულობა და პრობლემების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის უნარი;
- დისციპლინირებულობა და გეგმური შემოვლის პროცედურების ზუსტად შესრულების უნარი;
- გამოვლენილი საკითხების სწორად დაფიქსირებისა და შესაბამისი პირებისთვის დროული კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია შენობის ტექნიკურ ინფრასტრუქტურასთან, Facility Management-თან, Maintenance-თან ან მსგავს გარემოში მუშაობის გამოცდილება.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.