უფროსი იურისტი - სამართალწარმოების განყოფილება
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ძირითადი ფუნქციები:
- ბანკის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა როგორც საკრედიტო ისე არა საკრედიტო დავასთან დაკავშირებით, მესამე პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოებში (მათ შორის: ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში; აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორულ ორგანოებში, კერძო აღმასრულებელთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; შსს-ში, შსს მომსახურების სააგენტოში სპეციალისტთან, ნოტარიუსთა პალატაში, და სხვ.);
- სამართალწარმოების ფარგლებში კომპანიის მომხმარებლებთან საქმესთან დაკავშირებულ სხვა მხარეებთან ურთიერთობა, ასევე, მათი განცხადებების და საჩივრების განხილვა, დამოუკიდებლად და/ან შესაბამის უფლებამოსილ პირებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება და პასუხის გაცემა;
- წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება და წარდგენა შესაბამისი უფლებამოსილი პირებისათვის;
- პრობლემურ საკითხზე იურიდიული დასკვნის მომზადება;
- ბანკის წინააღმდეგ ან/და ბანკის მიერ წარმოებულ სადაო სამართლებრივ საქმეებზე მოლაპარაკების წარმოება და წარმომადგენლობა, შემოსულ კორესპონდენციაზე რეკომენდაციისა და პასუხების მომზადება;
- სასამართლო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი და გაზიარება.
- კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელების დავალებების შესრულება.
- კომპანიის მიერ შესაბამისი პოზიციისათვის/მიმართულებისათვის განსაზღვრული თვიური/კვარტლური/წლიური ფინანასური და არაფინანსური გეგმების/მიზნების შესრულება;
- კოლეგების ქოუჩინგი/ტრეინიგი.
- განყოფილების პროექტების მართვა.
- ინსტრუქციების/რეგულაციების შემუშავება, რეკომენდაციების გაცემა.
კვალიფიკაცია
უნარები:
- დროის მართვის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდურობა;
- დისციპლინირებულობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
- მოლაპარაკების უნარი.
- კარგი წერითი უნარები.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრი იურიდიული მიმართულებით;
- ადვოკატთა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;
- იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
- საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა სასურველია.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ელფოსტა – [email protected]
- ანონიმური წერილი.
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.