ბიზნეს /ფინასური ანალიტიკოსი - საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში -მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში  ვეძებთ -ბიზნეს/ფინანსურ ანალიტიკოსს!

პოზიციის მთავარი მიზანია სადებეტო ბარათების მიმართულებით ახალი პროდუქტული შესაძლებლობების აღმოჩენა, მომხმარებლის საჭიროებების, ქცევის, ფინანსური ეფექტისა და მონაცემების ანალიზზე დაფუძნებით პროდუქტისა და მომხმარებელთა ქცევის  განვითარება.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები

პროდუქტის განვითარება (Product Development)

  • სადებეტო ბარათების მიმართულებით ახალი პროდუქტული შესაძლებლობების, ფუნქციონალებისა და value proposition-ების იდენტიფიცირება
  • მომხმარებლის საჭიროებების, ქცევისა და ბიზნეს მიზნების საფუძველზე პროდუქტული ინიციატივების შემუშავება
  • პროდუქტის განვითარების სრული ციკლის მხარდაჭერა: იდეიდან დანერგვამდე
  • არსებული customer journey-ების, პროდუქტებისა და პროცესების შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა
  • პროდუქტული ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, ტესტირება და შედეგების მიხედვით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა
  • product backlog-ისა და განვითარების პრიორიტეტების ფორმირებაში აქტიური მონაწილეობა

ფინანსური და მონაცემთა ანალიზი

  • პროდუქტული ინიციატივების ფინანსური ეფექტის შეფასება და business case-ების მომზადება
  • მომხმარებლის ქცევის, გამოყენების სცენარების, სეგმენტებისა და ძირითადი ბიზნეს მეტრიკების ანალიზი
  • მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება პროდუქტის განვითარებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად
  • ინიციატივების შედეგების მონიტორინგი, ეფექტიანობის შეფასება და ოპტიმიზაცია
  • ანალიტიკური ჩარჩოებისა და მეტრიკების გამოყენება ზრდის შესაძლებლობების გამოსავლენად

თანამშრომლობა და ჩართულობა

  • ანალიტიკის, ფინანსების, მარკეტინგის, რისკების, ოპერაციების და ტექნოლოგიურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა
  • შიდა სტეიკჰოლდერებისთვის ანალიტიკური მასალების, ბიზნეს დასკვნებისა და პრეზენტაციების მომზადება
  • ბიზნეს, მომხმარებლის და ტექნოლოგიური საჭიროებების დაბალანსებით ეფექტური გადაწყვეტების ინიციირება
  • პროდუქტული გადაწყვეტილებების გატანა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფთან შეთანხმებით

კვალიფიკაცია

სამუშაო გამოცდილება

  • მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება ბანკში, ფინანსურ სექტორში.
  • გამოცდილება ფინანსების / ბიზნეს ანალიზის მიმართულებით.
  •  მონაცემბთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; (სასურველია SQL, Power BI, Tableau ან სხვა BI ინსტრუმენტები)
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკული გამოცდილება
  • სასურველია გამოცდილება პროდუქტის განვითარების,მომხმარებლის გამოცდილების ( customer journey management )
  • სასურველია გამოცდილება ბარათების, საცალო ბანკინგის ან ციფრული პროდუქტების მიმართულებით
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

დამატებითი ინფორმაცია

.

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint