საპენსიო სეგმენტის ლიდი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, 

ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში -მთავარია გჯეროდეს

სამუშაოს აღწერა

თიბისის, ყოველდღიური საბანკო ბიზნესის სტრატეგიული პროექტების მიმართულებით ვეძებთ - საპენსიო სეგმენტის ლიდს !

სეგმენტის სტრატეგია და  პროდუქტების განვითარება

  • შეიმუშავებ და მართავ სეგმენტის სტრატეგიას,  საჭიროებებს, ღირებულების შეთავაზებებსა და განვითარების გზებს
  • განსაზღვრავ და მონიტორინგს გაუწევ სეგმენტის KPI-ებს (მომხმარებლების მოზიდვა, აქტივაცია, შენარჩუნება, შემოსავალი, NPS და სხვა)
  • დააინიცირებ სტრატეგიულ ინიციატივებს ზრდისა და კომერციული შედეგების მისაღწევად
  • ჩაატარებ ბაზრის და მომხმარებლის კვლევებს
  • გაანალიზებ კონკურენტების მონაცემებს და მომხმარებლის საჭიროებებს
  • მჭიდროდ ითანამშრომლებ შიდა სტეიკჰოლდერებთან

მომხმარებლის გამოცდილება (Customer Experience)

  • უზრუნველყოფ მომხმარებლის მოგზაურობის სიმარტივეს გაცნობიდან და აქტივაციიდან რეგულარულ გამოყენებამდე და შენარჩუნებამდე
  • იმუშავებ კულტურული, ენობრივი და პროცესებთან დაკავშირებული ბარიერების შემცირებაზე მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის

გაყიდვები და ანალიტიკა

  • დაგეგმავ გაყიდვების კამპანიებს და მოახდენ შესრულების მონიტორინგს
  • შეიმუშავებ სტრატეგიებს მომხმარებლების მოზიდვის და შენარჩუნების მიზნით
  • შეაგროვებ და გაანალიზებ  მონაცემებს (ფინანსურ, ბიზნეს და მომხმარებლის შედეგებს)

კვალიფიკაცია

  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროდუქტების  განვითარების / სეგმენტური სერვისების ან მომხმარებელთა ჩართულობის, შენარჩუნების და CRM პროცესების მართვაში;
  • გამოცდილება ანალიტიკის მიმართულებით;
  • მენეჯერულ გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა);
  • MS Excel-ის და PowerPoint-ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნება – გააზრება, როგორ გადაიქცეს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება MAU/MACH-ის ზრდად;
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

დამატებითი ინფორმაცია

.

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint