უფროსი ბიზნეს ბანკირი - Medium სეგმენტის მომსახურების განყოფილება
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
Medium სეგმენტის მომსახურების განყოფილებაში, ვეძებთ - უფროს ბიზნეს ბანკირს.
რას გააკეთებ?
- მართავ და განავითარებ ბიზნეს კლიენტების პორტფელს;
- შეისწავლი კლიენტების საქმიანობას, ფინანსურ საჭიროებებსა და ბაზრის ტენდენციებს და მოამზადებ მათზე მორგებულ საბანკო შეთავაზებებს;
- უზრუნველყოფ კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის, დროული და ეფექტური მომსახურების მიწოდებას;
- აქტიურად ითანამშრომლებ არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან და იზრუნებ გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე;
- კლიენტებისთვის იქნები ფინანსური პარტნიორი და მრჩეველი საბანკო პროდუქტებისა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიმართულებით;
- მოამზადებ ფინანსურ ანალიზს, საკრედიტო წინადადებებსა და პროექტებს შესაბამის კომიტეტებზე წარსადგენად;
- განახორციელებ კლიენტებთან შეხვედრებსა და საქმიან ვიზიტებს;
- იზრუნებ პორტფელის ხარისხის, მომგებიანობისა და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფაზე;
- იმუშავებ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელის ზრდასა და კლიენტური ბაზის გაფართოებაზე.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
- გაქვს ბიზნეს კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის გამოცდილება;
- გაქვს გაყიდვებისა და მოლაპარაკებების უნარი;
- გაქვს ფინანსური ანალიზისა და ბიზნეს საჭიროებების შეფასების გამოცდილება;
- ხარ პროაქტიური და შედეგზე ორიენტირებული;
- შეგიძლია რამდენიმე პროცესის პარალელურად ეფექტურად მართვა;
- გაქვს გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
- ეფექტურად მუშაობ დინამიკურ გარემოში.
კვალიფიკაცია
- ბიზნეს/კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- პორტფელის მართვის გამოცდილება;
- ფინანსური ანალიზისა და საკრედიტო პროექტების მომზადების გამოცდილება;
- საბანკო პროდუქტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულებით.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.