პროდუქტის მენეჯერი-ნაღდი ფულის მართვის პროდუქტების ჯგუფი (კორპორატიული ბიზნესი)
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 41%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
არა საკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტი, კერძოდ ნაღდი ფულის მართვის პროდუქტების ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა
ნაღდი ფულის მართვის პროდუქტების გაყიდვა და განვითარება
- კორპორატიული კლიენტებისთვის ნაღდი ფულის მართვის პროდუქტების შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
- CDM პროექტის ფარგლებში CIB გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველსაყოფად;
- ჯვარედინი გაყიდვების ინიცირება და განხორციელება;
კლიენტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა:
- კლიენტების საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
- კლიენტების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების ინიცირება, დაგეგმვა და მართვა ტექნიკურ გუნდთან ერთად;
- ახალი კლიენტების მოზიდვა, პრეზენტაციების ჩატარება და საკომისიოების კონტროლი;
- აქტიური კომუნიკაცია კომპანიებთან და შესაბამის სეგმენტებთან;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნლველყოფა;
პროცესების მართვა და შიდა კოორდინაცია:
- ინკასაციის ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმების პროცესის მართვა;
- ნაღდი ფულის მართვის მიმარულებულით შემოსული შეტყობინებების მართვა (ATM,CDM,TBC PAY და სხვა);
- კლიენტების საოპერაციო ტარიფებისა და საკომისიოების მართვა და კონტროლი;
- არასტანდარტული ხელშეკრულებების შემთხვევაში პროცესის კოორდინაცია ბანკის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან;
- არსებული დოკუმენტების მონიტორინგი და განახლება;
- შვილობილ კომპანიებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- დაკავშირებულ დეპარტამენტებთან თანამშრომლობა (TBC PAY, თიბისი ბანკის საკასო ცენტრი).
ანალიზი და რეპორტინგი
- კლიენტების მომგებიანობის და გამოცდილების ანალიზი;
- კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა და კლიენტების საჭიროებებზე მორგება;
- რეპორტების მომზადება ბანკში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება; ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრაცია, ეკონომიკა
- საოპერაციო მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია იურიდიულ პირებთან მუშაობის გამოცდილება გაყიდვების მიმართყლებით;
- ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა; საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
- ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.