სტაჟიორი - ხაზინის ოპერაციების ანგარიშსწორების მიმართულება

  • სტაჟირება
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს ხაზინის ოპერაციების დროულ და ზუსტ ანგარიშსწორებას. გუნდი პასუხისმგებელია ხაზინის ყოველდღიური ოპერაციების მართვასა და ფინანსური ტრანზაქციების დამუშავების, კონტროლისა და მონიტორინგის პროცესებზე.

შენ , როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები ისეთ პროცესებში, როგორიცაა:

  • ხაზინის გარიგებების დამუშავება;
  • SWIFT სისტემაში შექმნილი შეტყობინებების მონიტორინგი და მონაცემების გადამოწმება;
  • კლიენტებისგან მიღებული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი;
  • ბანკის საოპერაციო სისტემაში ფინანსური საბუთების დამუშავება;
  • შიდა გუნდებთან კომუნიკაცია ყოველდღიური ოპერაციების შესრულების პროცესში;
  • სხვა მიმდინარე სამუშაოებში ჩართულობა.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაინტერესებს საბანკო ოპერაციები, ფინანსები, ხაზინის საქმიანობა და გსურს ამ მიმართულებით განვითარება;
  • ხარ ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ;
  • ფლობ ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარს; ხარ დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობით ეკიდები დაკისრებულ დავალებებს;
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული და შეგიძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
  • ხარ მოტივირებული ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად;
  • გაქვს კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები;
  • ხარ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი.
  • ფლობ ინგლისურ (სასურველია რუსულ) ენას მაღალ დონეზე.
  • ფლობ MS Office პროგრამებს (MS Excel/Word/PowerPoint).

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint