სტაჟიორი - სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდი, საოპერაციო მიმართულება
- სტაჟირება
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია სახელფასო ორგანიზაციებთან მუდმივ კომუნიკაციაზე, სახელფასო პროექტების რეგისტრაციის მხარდაჭერასა და მასთან დაკავშირებული პროცესების სრულ კოორდინაციაზე.შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია სახელფასო ორგანიზაციებთან მუდმივ კომუნიკაციაზე, სახელფასო პროექტების რეგისტრაციის მხარდაჭერასა და მასთან დაკავშირებული პროცესების სრულ კოორდინაციაზე.
შენი, როგორც სტაჟიორის საქმიანობა იქნება:
- სახელფასო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა
- კომპანიის სახელფასო პროექტის რეგისტრაციის კოორდინაცია ბანკის პროგრამებში (COM, CRM)
- კომპანიების ბარათების გახსნის პროცესის კოორდინაცია
- არსებულ კლიენტებში ბარათების ამორთვის / განახლების პროცესის კოორდინაცია
- არსებული სახელფასო ორგანიზაციების ტარიფების განახლება, ცვლილება (COM, CRM)
- შიდა და გარე კომუნიკაციების მართვა
- ყველა ამ პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის რეგისტრაცია, სრულყოფა და დაარქივება.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ხარ ბაკალავრის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
- ხარ დინამიური და გსურს ასეთივე გარემოში მუშაობა;
- გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი ;
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
- არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
- ფლობ ინგლისურ ენას;
- ფლობ MS Office პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint), პრიორიტეტულია Excel.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.