ფინანსური მენეჯერი - CIB და WM სტრატეგიული ფინანსების დეპარტამენტი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

თიბისი  საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 7000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე პორტფელის ზომის მიხედვით და კაპიტალურ ბაზარზე პოზიციონირების მხრივს. ასევე ლიდერული პოზიციები უჭირავს ბაზარზე თი ბისის Wealth Management-ის მიმართულებას დეპოზიტების პორტფელისა და მომხმარებელთა რაოდენობის კუთხით.

CIB და WM სტრატეგიული ფინანსების დეპარტამენტში გვაქვს აქტიური ვაკანსია ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაოს აღწერა

  • საჭიროებისამებრ, შიდა მოხმარებისა და კლიენტებისთვის საჭირო რეპორტებისა და კორპორატიული საბანკო  ბიზნესის პრეზენტაციების მომზადება;
  • წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება.
  • ფინანსური და ფუნქციონალური გეგმების შესრულების მონიტორინგი.
  • გუნდების მიხედვით შედეგების დათვლა და ანალიზი. ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და გადახრების ანალიზი.
  • ჯგუფის სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;
  • საბანკო პროდუქტების, სერვისების,პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის ცოდნა;
  • მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო მიმართულებით;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • MS Excel, MS Power Point მაღალ დონეზე ცოდნა.
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • ინიციატივა და პროაქტიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint