საოპერაციო რისკების პარტნიორი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

რას გააკეთებ:

  • იმუშავებ Agile გუნდებთან  ახალი პროდუქტების და პროცესების საოპერაციო რისკების შეფასების მიმართულებით; შენი პასუხისმგებლობა იქნება პროდუქტის და პროცესის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება/კვონტიფიცირება და ანალიზი; პროცესის რისკის მიტიგაციის მეთოდების შემუშავება და რეკომენდაცია;
  • დაეხმარები Agile გუნდებს ყოველწიური RCSA-ს რისკების და კონტროლების თვით-შეფასების პროცესის ჩატარებაში. მოახდენ მაღალი რისკების სამოქმედო გეგმების რეკომენდაციების გაცემას და მათი აღსრულების პერიოდულ მონიტორინგს
  • უზრუნველყოფ Outsouricng-ის რისკების ანალიზსა და შეფასებას; ინდივიდუალური შემთხვევების საოპერაციო რისკების შეფასებას და საოპერაციო ინციდენტების გამომწვევი მიზეზების ანალიზსა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
  • დაეხმარები Agile გუნდებს საოპერაციო ინციდენტების გამომწვევი მიზეზების (ე.წ.) Root-Cause ანალიზის ჩატარებასა და რისკების სამომავლო მიტიგაციის გეგმის შემუშავებში
  • გაუწევ Agile გუნდებს რეკომენდაციას არასტანდარტული შემთხვევების შესაძლო რისკების შეფასებში
  • ჩართული იქნები საოპერაციო რისკების მიმართულების სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში

კვალიფიკაცია

კარგი იქნება გქონდეს:

  • საბანკო სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; 
  • საოპერაციო რისკების, აუდიტის, ანალიზის ან პროცესების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალ დონეზე განვითარებული ტექნიკური უნარები.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint