მოლარე-კოორდინატორი(საკასო ცენტრი)

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

 

სამუშაოს აღწერა

  • მუშაობს ცვლებში წინასწარ შენგენილი გრაფიკით, სხვა თანამშრომლების შვებულების და ავადმყოფობის პერიოდში, სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე;
  • კოორდინატორი ასრულებს უფროსი მოლარის ფუნქცია მოვალეობებს როდესაც იგი არ იმყოფება სამუშაო ადგილზე ცვლაში, არის შვებულებაში, ბიულეტინზე  და ა.შ;
  • უზრუნველყოს სტაჟიორების მომზადება;
  • აწარმოოს ჯგუფში ზელიმიტური საათების აღრიცხვა/მონიტოტინგი და მონაცემების პასუხისმგებელ პირებთან გადაგზავნა;
  • ჯგუფში ზედმეტობა/დანაკლისების აღრიცხვა, გადამოწმება და შესაბამისი აქტების მომზადება;
  • ჯგუფში არსებული სამუშაო ტექნიკის დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელ პირთან;
  • კოორდინატორი ვადებულია მოახდინოს   მიღებული  ნაღდი ფულის გადათვლა;
  • მიიღოს ინკასატორებისგან დალუქული ტომრები;
  • უზრუნველყოს სხვადასხვა პროგრამებში  ტრანზაქციებზე შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
  • უზრუნველყოს პროგრამულ მოდულებში დათვლის შედეგების დაფიქსირება;
  • ბანკის პასუხისმგებელი თანამშრომლებისგან მიიღოს დალუქული ფასეულობა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე/ქეშმენეჯმენტის მოდულში ელექტრონულად/;
  • მიღებული და გაცემული ნაღდი ფულის აღრიცხვა აწარმოოს ელექტრონულად ბანკის საოპერაციო პროგრამა ბ6-ში;
  • საოპერაციო დღის განმავლობაში მიღებული ნაღდი ფული დათვალოს, დაახარისხოს საკასო ცენტრში არსებული პროცესების შესაბამისად;
  • მოახდინოს ნაღდი ფულის ფორმირება ბანკნოტების და მონეტების ფორმირების და შეფუთვის წესების შესაბამისად;
  • ფორმირებული ნაღდი ფული გადასცეს მოლარეს/უფროს მოლარეს/სცავის უფროსს;
  • დასაფორმირებელი ნაღდი ფული გადასცეს მოლარეს/უფროს მოლარეს;
  • მოახდინოს სალაროს გამოყვანა;
  • აწარმოოს მონიტორინგი მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სალაროში დაფიქსირებულ უზუსტობებზე და აწარმოოს ზედმეტობა/დანაკლისის მოკვლევა;
  • პასუხსიმგებელია მის მიერ მიღებული და გაცემული ნაღდი ფულის აღრიცხვიანობაზე;
  • პასუხსიმგებელია მის მიერ განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვისა და ოპერაციების შესაბამისი დღიური საბუთების არსებობაზე;
  • მატერიალურ-პასუხისმგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელია მის ხელთ არსებულ ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობაზე;
  • ინვენტარის და საკასო ტექნიკის გაფრთხილება, მათი ექსპლუატაციის წესების შესაბამისად გამოყენება;
  • ფულის და ფასეულობის დათვლის და დახარისხება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხედვის არეში;
  • ფუნქციების შესრულებისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფის არგუმენტირებული მოთხოვნის დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • მუშაობის პროცესში აღმოჩენილი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • არასტანდარტულ სიტუაციაში მოქმედებს უშუალო უფროსის მითითებებით.

კვალიფიკაცია

  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები
  • ხარ აქტიური და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია
  • ნაღდ ფულთან მუშობის გამოცდილება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint