სერვის ექსპერტი - საკრედიტო პროდუქტების და პროცესების რედიზაინის გუნდი - კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის განვითარება

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინოვაციურობაა. სერვისებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვთავაზობთ ჩვენს შიდა და გარე მომხმარებელს, მუდმივად სჭირდება განვითარება და განახლება. შესაბამისად, ახალი სისტემების განვითარება და დახვეწა ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

თიბისის ციფრული პროდუქტების შექმნასა და განსაზღვრაში სერვის ექსპერტს განსაკუთრებული როლი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონტრიბუცია ახალი იდეების გენერაციისა და პროდუქტების დეველოპმენტის პროცესში. 

სამუშაოს აღწერა

  • გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ კორპორატიული სექტორის ბიზნეს ამოცანების და პროცესების  ანალიზში
  • დააგენერირებ იდეებს საკრედიტო პროცესების გაუმჯობესებისთვის
  • გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბექლოგის შექმნა/პრიორიტეტიზაციაში
  • ჩართული იქნები პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ყველა ეტაპში (მონაწილეობას მიიღებ როგორც დიზაინის, ისე დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში)
  • შეაგროვებ ბიზნეს მოთხოვნებს სთეიქჰოლდერებთან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით
  • დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას
  • ბიზნეს მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნი  ამოცანას (პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფუნქციონალურ დოკუმენტაციას)
  • გუნდის წევრებთან ერთად იზრუნებ დასახული ბიზნეს მიზნების მიღწევაზე
  • ჩართული იქნები ბიზნესის ყოველდღიურ მხარდაჭერაში. სიახლეების შესახებ გაუზიარებ ინფორმაციას ბიზნესს და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმავ ტრენინგებს

კვალიფიკაცია

  • საკრედიტო პროდუქტების და ბიზნეს პროცესების ცოდნა
  • კორპორატიულ ბიზნესში ან მცირე და საშუალო ბიზნესში საკრედიტო ანალიტიკოსის ან კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე 2 წლის სამუშაო გამოცდილება
  • ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე,  ამოცანის დამუშავების და დაკვეთის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • IT პროექტებზე მუშაობის და Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება  ჩაითვლება უპირატესობად

 

ველოდებით გამოხმაურებას, თუ:

  • ხარ ენერგიული, მოტივირებული და შედეგებზე ორიენტირებული
  • ხარ მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებული
  • გაქვს კონცეპტუალური ხედვა, კომუნიკაციის უნარი
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების
  • გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint