უფროსი მენეჯერი- CIB და WM სტრატეგიული ფინანსების დეპარტამენტი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 9000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

კორპორატიული ბიზნესის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე. ეს კონკრეტული როლი დაექვემდებარება კორპორატიული ბიზნესის ფინანსური განყოფილების უფროსს. 

სამუშაოს აღწერა

  • Wealth Management ისა და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულების ბიუჯეტის მომზადება, კლიენტების შესაბამისი სეგმენტაციისა და პროდუქტების ჭრილში;
  • ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება;
  • ბანკის ფინანსურ დეპარტამენტთან და საბანკო პროდუქტებზე საფასო პოლიტიკის შემუშავება, სეგმენტისთვის ფასების დადგენა ვალუტების ჭრილში და შემდგომი მონიტორინგი;
  • შიდა, ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტლური მენეჯერული რეპორტების მომზადება სეგმენტების, პროდუქტების და მიმართულებების ჭრილში
  • საჭიროებისამებრ, შიდა მოხმარებისა და კლიენტებისთვის საჭირო რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადება Wealth Management ისა და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით;
  • კოორდინირებული მუშაობა სტეიკჰოლდერების ფართო წრესთან (ფინანსები, მარკეტინგი, დირექტორიის შიდა მიმართულებები, ა.შ.).

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;
  • საბანკო პროდუქტების, სერვისების,პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  • მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
  • Excel, PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint