იურისტ - ადმინისტრატორი (კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი)
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას იურისტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესში
სამუშაოს აღწერა
სამუშაო პოზიციის ბიზნეს-ამოცანა:
- კლიენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი
- საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გასაცემად ან/და ცვლილების უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება
- საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემის ან/და ცვლილების ეტაპის ადმინისტრირება
- საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემის შემდეგ, შესასრულებელი სამართლებრივი პირობების აღრიცხვა და მონოტორინგი
მთავარი ფუნქციები:
საკრედიტო პროდუქტების დამტკიცების, გაცემის ან/და ცვლილების და შემდგომის მონიტორინგის ეტაპზე:
- კლიენტისგან მიღებული და საჯარო წყაროებიდან მოპოვებული, კლიენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი, კანონმდებლობასთან და ბანკის სტანდარტებთან/ინსტრუქციებთან შესაბამისად
- სადამფუძნებლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, კლიენტისგან დამატებითი იურიდიული დოკუმენტაციის მოთხოვნა
- საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება კანონმდებლობასთან, ბანკის სტანდარტებთან/ინსტრუქციებთან შესაბამისად
- კლიენტის მიერ სესხის გაცემამდე და სესხის გაცემის შემდგომ შესასრულებელი არასტანდარტული პირობების სამართლებრივად ჩამოყალიბება
- საჭიროების შემთხევაში, კლიენტისთვის, საკრედიტო დოკუმენტაციის სამართლებრივი მუხლების განმარტება
- საკრედიტო დოკუმენტაციაში, არასტანდარტული მუხლების შეთანხმება დელეგირებულ პირებთან
- საკრედიტო პროდუქტების პროგრამული რეგისტრაცია
- საკრედიტო პროდუქტ(ებ) ის გაცემის ეტაპის ადმინისტრირება: საკრედიტო დოკუმენტაციის ხელმოწერის პროცესის მართვა; საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემა; ფაილინგი
- კლიენტის მიერ საკრედიტო პროდუქტის გაცემის შემდგომი პირობების შესრულების მონიტორინგი, განახლებული სტატუსის აღრიცხვა და პროგრამული ცვლილება
დამატებითი ფუნქციები და მოვალეობები:
- საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების და გაცემის ეტაპზე, სხვადასხვა დეპარტამენტების, მათ შორის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების და კორპორატიული საკრედიტო ადმინისტრაციის, კოორდინაცია
კვალიფიკაცია
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- საბანკო (საკრედიტო) პროდუქტების და პროცედურების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
- ბანკის პროგრამებთან (ALTA: LMS, B2000) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საკრედიტო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ენერგიული, ხალისიანი
- აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მოტივირებული
- შედეგზე ორიენტირებული
- აქვს გამოწვევებთან და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლიანი
- აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
- გუნდური
- ინიციატივიანი და პროაქტიული
- არის ცვლილებების მიმართ მოქნილი
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.