სერვის ექსპერტი - გზავნილები და გადარიცხვები
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.
სამუშაოს აღწერა
გადახდების განვითარების ლიგაში, გზავნილები და გადარიცხვების ეჯაილ გუნდში, ვეძებთ - სერვის ექსპერტს.
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც იმუშავებს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის სტრატეგიას. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.
ვის ვეძებთ:
- თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს პროდუქტების, სისტემების, პროცესების ანალიზი და ახალი გადაწყვეტების შექმნა.
- გაქვს გამოცდილება გადახდების, გადარიცხვების პროდუქტების შექმნაზე და პროცესების გაუმჯობესებაზე.
- გაქვს გამოცდილება ბიზნეს ანალიზის მიმართულებით;
- მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!
რას გააკეთებ:
- სწრაფ გზავნილებთან დაკავშირებული, მომხმარებლის საჭიროებას მორგებული ახალი პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობა
- ბიზნესთან/ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და ა.შ) მოთხოვნების შეგროვების მიზნით და მიღებული ინფორმაციის ანალიზი საუკეთესო ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთვის.
- არსებული და ახალი პროდუქტების განვითარების კუთხით, ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა, მათ შორის ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა.
- საერთაშორისო სტანდარტების/დოკუმენტაციების დამუშავება.
- ეჯაილ გუნდთან ერთად ბექლოგის მომზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა, არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით, ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა, ეპიკებზე და User story -ებზე მუშაობა.
- პროდუქტის ტესტირებაში აქტიური მონაწილეობა;
- ამოცანის შესრულების ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.
- ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა, დატა ანალიტიკა;
- ბიზნესთან/ InfoSec-თან/ IT და ბიზნეს არქიტექტორებთან/ რისკებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია (ინტერვიუ/შეხვედრები და ა.შ)
- ამოცანის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის და შემდგომი მონიტორინგის/კონტროლის ფაზებში ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება.
კვალიფიკაცია
უნდა გქონდეს:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების დარგში;
- Agile (Kanban/Scrum) გუნდში სერვის ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პროდუქტების განვითარების მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;კომუნიკაბელური და ინიციატივიანი.
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
კარგი იქნება რომ გქონდეს:
- ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა;
- სწრაფი გზავნილების პროდუქტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- პროდუქტის განვითარებაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.