უზრუნველყოფილი სესხების მიმართულების ლიდერი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

 

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

 

MSME და მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომსახურების მიმართულება აცხადებს ვაკანსიას უზრუნველყოფილი სესხების მიმართულების ლიდერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

  • Შესაბამისი პროდუქტების და პროცესების ბიზნეს განვითარების ხედვის შემუშავება (პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაუმჯობესება)
  • ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება;
  • ბაზრის ტრენდების ანალიზი და შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის შემუშავება
  • დომეინის გუნდ(ებ)ის ბექლოგის ფორმირება და მართვა
  • OKR/ KPI -ების განსაზღვრა და მართვა
  • განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (პროდუქტის/ სეგმენტის ჭრილში, ფინანსური მაჩნემებლების გაანალიზება)
  • დაკავშირებულ მხარეებთან სწორი კომუნიკაციის და კოორდინაციის უზრუნველყოფა
  • დომეინის შედეგების შეფასება და დამოკიდებულებების ეფექტური მართვა
  • ცვლილებებზე მუდმივი და თანადროული კომუნიკაცია მიმართულების წევრებთან
  • გუნდის ადამიანური რესურსების რაოდენობის სწორად განსაზღვრა, თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა 
  • გუნდის მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა, თანამშრომლების ფუნქციების და მათი როლების მკაფიოდ განსაზღვრა

კვალიფიკაცია

  • მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, აუცილებელია საბანკო მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საბანკო პროდუქტების, სერვისების, პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  • გუნდის მართვის გამოცდილება/ ძლიერი ლიდერული უნარები;
  • ფინანსების და ფინანსური ანალიტიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა  

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

გაცნობებთ, რომ ბანკი უზიარებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას TBC Bank Group PLC-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს, მათ შორის კომპანიას რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. კომპანიები აგრეთვე უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა გაზიარება, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის

კონფიდენციალურობის დებულებაImprint