არქივის დამხმარე თანამშრომელი - დროებითი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.
სამუშაოს აღწერა
- არქივში არსებული საარქივო დოკუმენტების ინვენტარიზაცია;
- არქივში არსებული დოკუმენტების ყუთებში ჩალაგება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;
- ყუთებში განთავსებული საბუთების შესახებ ექსელში ინფორმაციის ადმინისტრირება;
- დამატებითი ფუნქციების დროებით შეთავსება მიღებული დავალების შესაბამისად;
- ხელმძღვანელისაგან მიღებული ლეგიტიმური დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;
- სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემების/შეფერხებების შესახებ ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტრული ერთეულების დროული ინფორმირება;
კვალიფიკაცია
- დეტალებზე ფოკუსირება
- საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
- სისხარტე
- პასუხისმგებლობის გრძნობა
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
გაცნობებთ, რომ ბანკი უზიარებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას TBC Bank Group PLC-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს, მათ შორის კომპანიას რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. კომპანიები აგრეთვე უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა გაზიარება, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის