სერვის ექსპერტი - საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგა

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

სამუშაოს აღწერა

საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში ვეძებთ სერვის ექსპერტს, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განვითარებაზე ზრუნვა.  

შენ იქნები სერვის ექსპერტი,  რომელიც იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით, შეიტან უზარმაზარ წვლილს ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განვითარებაში, მომხმარებლის საჭიროებების დადგენასა და  მათ მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული ბიზნეს პროცესების შექმნაში.

ვის ვეძებთ:

  • გაქვს გამოცდილება ყოველდღიურ საბანკო ტრანზაქციებთან მუშაობის და გაინტერესებს ტრანსფორმაციული ინიციატივების და პროცესების მართვა, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ტრანზაქციების ბიზნეს პროცესების მართვა განვითარებასთან;
  • კარგად იცნობ ბანკის საოპერაციო პროცესებს და პროდუქტებს, საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას;
  • მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, ახალი გამოწვევებისთვის და საინტერესო თავგადასავლებისთვის;
  • ხარ ინიციატივიანი და გიყვარს ახალი გადაწყვეტების გზების ძიება

შენ დაგევალება:

  • გუნდთან ერთად ყოველდღიურ საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების  მონიტორინგი,  ანალიზი და განვითარებაზე ზრუნვა;
  • ინიციატივების წარდგენა მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • ინიციატივების აღსრულებისთვის სეგმენტებთან და სხვადასხვა არხში   დაკავშირებულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • ინიციატივების შესრულების ხარისხსა და  ვადებზე პასუხისმგებლობის აღება;
  • სწრაფი, მარტივი და ინტუიტიური ბიზნეს პროცესების შექმნა,  არსებულის  რედიზაინი;
  • სხვადასხვა არხში საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული ყოველდღიური საჭიროებების მხარდაჭერა;  
  • ბიზნეს ამოცანის ანალიზი, მომზადება და გადაცემა შესასრულებლად, ასევე აქტიური ჩართულობა ტესტირების დანერგვის და შემდგომი მონიტორინგის და კონტროლის ფაზაში.   

კვალიფიკაცია

აუცილებელია გქონდეს:

  • ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების პროცესების სრულყოფილი ცოდნა და ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდურად მუშაობის გამოცდილება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • უნდა იყო კომუნიკაბელური და ინიციატივიანი

კარგი  იქნება რომ გქონდეს:

  • Agile (Kanban/Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზებთან (SQL) და ბიზნეს ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ბანკის პროცესების და პროდუქტების შესახებ ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია

 

    გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    გაცნობებთ, რომ ბანკი უზიარებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას TBC Bank Group PLC-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს, მათ შორის კომპანიას რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. კომპანიები აგრეთვე უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა გაზიარება, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
    თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის

    კონფიდენციალურობის დებულებაImprint