ადმინისტრაციული ასისტენტი - დაგროვილი კაპიტალის მართვის დეპარტამენტი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 41%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

აღნიშნული წამყვანი ბიზნეს მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

    სამუშაოს აღწერა

    • მართავ სტუმრების მიღებას (რეცეფციას);
    • მოახდენ კლიენტების დახვედრას და უზრუნველყოფ შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირებას;
    • უზრუნველყოფ შეხვედრების ოთახების ტექნიკურად  გამართულ მუშაობას;
    • მოახდენ შეხვედრების ოთახების შესაბამისი ინვენტარით და საკანცელარიო ნივთებით აღჭურვას;
    • უზრუნველყოფ ოფისის მომარაგებას შესაბამისი საკანცელარიო ნივთებით;
    • მართავ ოფიციალური დოკუმენტაციას (საბუთების მიღება/გაგზავნა);
    • მხარს დაუჭერ გუნდის წევრებს სხვადასხვა ყოველდღიურ საქმიანობაში (ბეჭდვა, სკანირება და ა.შ.)  ასევე გაუწევ კოორდინაციას სატრანსპორტო უზრუნველყოფის ჯგუფთან.

    კვალიფიკაცია

    • მომსახურების სფეროში გაქვს გამოცდილება;
    • ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს;
    • ფლობ საოფისე პროგრამებს;
    • გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი და გახარებს ადამიანებთან ურთიერთობა;
    • ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
    • ხარ მოტივირებული;
    • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა.

    დამატებითი ინფორმაცია

    გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    გაცნობებთ, რომ ბანკი უზიარებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას TBC Bank Group PLC-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებს, მათ შორის კომპანიას რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. კომპანიები აგრეთვე უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა გაზიარება, გთხოვთ მიყევით ბმულს და დაგვიკავშირდით ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
    თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის

    კონფიდენციალურობის დებულებაImprint