სტაჟიორი - ჯგუფის ფინანსური ოპერაციების მენეჯმენტისა და კონტროლის დეპარტამენტი
- სტაჟირება
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ჯგუფის ფინანსური ოპერაციების მენეჯმენტისა და კონტროლის დეპარტამენტში, ვეძებთ სტაჟიორს.
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის დედა კომპანიის ფინანსურ მართვაზე და ანგარიშგებაზე. გუნდი მუშაობს ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვაზე და ანალიზზე.
შენ, როგორც სტაჟიორი ჩაერთვები:
- დედა კომპანიის UK პროცესების აღწერაში;
- პროცესების დოკუმენტირებასა და ფორმალიზებაში;
- ბიზნეს პროცესში შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებასა და ანალიზიში.
- ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და ანალიზში
- გექნება კომუნიკაცია შიდა და გარე აუდიტორებთან, ასევე მარეგულირებელ ორგანოებთან ფინანსური ანგარიშგების საკითხებზე
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ხარ ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით მე-3/მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ;
- ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი;
- გამოირჩევი ძლიერი კომუნიკაციის და მულტითასქინგის უნარით;
- ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე.
- ფლობ MS Office-ის პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint) მაღალ დონეზე ;
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა;
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ელფოსტა – [email protected]
- ანონიმური წერილი.
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.