ასოცირებული ბანკირი (მედიუმი) - ბათუმის ფილიალი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: ბათუმის
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად

თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.

ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს

სამუშაოს აღწერა

 

რას გააკეთებ:

  • სმოლ და მედიუმ კლიენტების სრულყოფილი და მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფა;
  • მომსახურების ხარისხის მაღალი დონის მისაღწევად ბანკისყველა სტრუქტურებთან კოორდინაცია;
  • სმოლ და მედიუმ კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტების სრულყოფილების უზრუნველყოფა;
  • კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე მათი თიბისი ჯგუფის საოპერაციო პროდუქტების სრული სპექტრით უზრუნველყოფა;
  • უფლებათა მატრიცითა და ინსტრუქციებით განსაზღვრული საოპერაციო დავალებების შესრულება;
  • საოპერაციო ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტისმათ შორის მინდობილობის ტექსტის და სხვადასხვა განაცხადების მომზადება, პასუხისმგებელ განყოფილებებთან შეთანხმება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციებთან დაკავშირებით კლიენტებთან კომუნიკაცია - პრობლემის გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
  • არასტანდარტულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილებების მომზადება და შესაბამისი კომუნიკაცია;

კვალიფიკაცია

  • ბანკში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია იურიდიული პირების მომსახურების კუთხით);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა; 
  • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა; 
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი მოტივაცია;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ფოკუსირებული;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

დამატებითი ინფორმაცია

 

    თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

    დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

    კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint