სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 41%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო რისკების პრევენციისა და კონტროლის განყოფილებაში სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

  • წარმოდგენილი  სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო)    (საპროექტო ნახაზები, გეოლოგია, ხარჯთაღრიცხვა, სამშენებლო გეგმა-გრაფიკი და სანებართვო ნაწილი) საფუძვლიანი შესწავლა;
  • წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ობიექტზე არსებული მდგომარებით და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, სამუშაოთა მოცულობების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
  • წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ერთეულის ფასების შესწავლა, მათი საბაზრო ფასებთან შედარება;
  • წარმოდგენილი სამშენებლო გეგმა-გრაფიკის შესწავლა და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ოპტიმალური ვადების განსაზღვრა;
  • სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების იდენტიფიცირება და მათი მოცულობის, ხარჯის და ვადის განსაზღვრა;
  • კლიენტის/სამშენებლო კომპანიის საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა-დანადგარების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათი პროექტზე ზემოქმედების განსაზღვრა;
  • სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტით სამუშაოების დაწყებამდე, ყველა საჭირო ნებართვისა თუ დოკუმენტაციის არსებობის შემოწმება;
  • მიღებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადება და გაზიარება ბანკის შესაბამის  განყოფილებებთან ან/და  თანამშრომლებთან;
  • სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტით  სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლებზე რეკომენდაციების მოძიება და ტექნოლოგიური და სამშენებლო რისკების შეფასება;
  • კლიენტის მხრიდან შესრულებული სამუშაოების შესახებ  მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ფაქტიურ მდგომარეობასთან მიმართებაში;
  • სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) სამუშაოების მიმდინარეობისას სხვადასხვა საპროექტო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება, შესწავლა და პროექტზე ზემოქმედების განსაზღვრა;
  • პროექტის მიმდინარეობისას, დარღვევების შემთხვევაში -  შესაბამისი დასაბუთების, არგუმენტების და დოკუმენტაციის საფუძველზე, დარღვევების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების გაცემა;
  • სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო)  სამშენებლო ობიექტებზე ტექნიკურ (როგორც დაგეგმილი, ასევე მოულოდნელი ვიზიტების განხორციელება) და ფინანსური  მონიტორინგის წარმოება;
  • ობიექტზე ვიზიტის შემდეგ, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანგარიშგების ფორმების (მონიტორინგის ანგარიში/დასკვნა ) შევსება და შესაბამის  განყოფილებებზე გადაცემა;
  • შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა-2-ები, ინვოისები, ლაბორატორიული დასკვნები და სხვა) მიღება კლიენტისგან, გაცნობა, შენახვა და პასუხისმგებელ პირებსა და განყოფილებებზე გადაცემა/გაზიარება;
  • სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო)   სამუშაოების ფოტო და ვიდეო არქივის შექმნა;
  • სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო)    სამშენებლო პროექტის  დასრულების ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვის არსებობის  გადამოწმება და  პროექტის დასრულებაზე დასკვნის მომზადება;
  • სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო)     პროექტის მიმდინარეობის მართვა დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ცვლილებების კონტროლი და მისი გავლენის შეფასება მშენებლობის სამომავლო დანახარჯებსა და პროექტის  დასრულებაზე;
  • პროექტთან დაკავშირებული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი  განათლება (საგზაო/სამოქალაქო მშენებლობა, ინჟინერია, არქიტექტურა);
  • საგზაო/სამოქალაქო მშენებლობის პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • პროექტის მართვის და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Project, Outlook);
  • CAD(AutoCad; ArchiCad) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საგზაო სამშენებლო პროექტის გეგმარების გამოცდილება:.
  • სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
  • ხარჯთაღრიცხვებთან და ფორმა-2-ებთან მუშაოების გამოცდილება;
  • სამშენებლო - ტექნიკური ნორმების, წესები და სტანდარტების ცოდნა;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.


პიროვნული თვისებები და უნარები:
 

  • ენერგიული
  • კომუნიკაბელური
  • მოტივირებული
  • შედეგზე ორიენტირებული
  • სტრეს გამძლე
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლიანი
  • დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გუნდური
  • ინიციატივიანი და პროაქტიული
  • ცვლილებების მიმართ მოქნილი

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

By clicking the link above or any third-party link within this posting, you are leaving this site and going to a third-party website where the third-party website's terms and privacy policy apply

კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint