ვიცე-პრეზიდენტი - კაპიტალის ბაზრის განყოფილება (DCM)
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიეტებს ეხმარება სხვადასხვა ფინანსური და საინვესტიციო მიზნების მიღწევაში და სთავაზობს კომპანიების შერწყმა-შეძენისა და კორპორაციული მრჩეველის, საბროკერო, კვლევით, და კაპიტალვუზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ხელს უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.ის ბაზრების სერვისებს. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას
სამუშაოს აღწერა
DCM მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგენს კომპანიის მთავარ საკონტაქტო პირს სტრატეგიულ კლიენტებთან და პასუხისმგებელია გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.
პოზიცია მოიცავს კლიენტების საჭიროებების სიღრმისეულ გაგებას და მათთვის შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზებას, ბაზრის ტენდენციებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ვიცე-პრეზიდენტი აქტიურად მართავს ურთიერთობებს ინსტიტუციურ ინვესტორებთან, კორპორატიულ კლიენტებთან და სხვა საკვანძო მხარეებთან, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას და კლიენტების გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებას.
როლში მნიშვნელოვანი ფოკუსია ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარება, კლიენტებთან კომუნიკაციის პროაქტიული მართვა და კომპანიის პოზიციონირება, როგორც სანდო და წამყვანი პარტნიორი კაპიტალის ბაზრებზე.
ვიცე-პრეზიდენტი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს შიდა გუნდებთან და მენეჯმენტთან, რათა უზრუნველყოს კლიენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიწოდება და ბიზნესის სტრატეგიული ზრდა.
მთავარი ფუნქციები
- სტრატეგიული კლიენტებთან (კორპორაციები, ფინანსური ინსტიტუტები, ინსტიტუციური ინვესტორები) გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება
- კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათთვის ოპტიმალური ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზება, ბაზრის კონტექსტის გათვალისწინებით
- კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ბაზრის ტენდენციებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გაზიარება
- ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებული პორტფელის გაფართოება, DCM მიმართულებით ბიზნესის ზრდის ხელშეწყობა
- მენეჯმენტთან თანამშრომლობა სტრატეგიული კლიენტების მიმართულებით და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებაში
- კლიენტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმართვა, მათთვის შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების პრეზენტაცია
- თიბისი კაპიტალის წარმომადგენლობა კლიენტებთან, ინვესტორებთან და ბაზრის სხვადასხვა ღონისძიებებზე
- საერთაშორისო და ლოკალურ პარტნიორებთან (საინვესტიციო ბანკები, ფონდები, ინსტიტუციური ინვესტორები) ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება
- კაპიტალის ბაზრების მიმართულებით კომპანიის პოზიციონირების გაძლიერება, მათ შორის ღონისძიებებისა და კონფერენციების ინიცირება/ორგანიზება
კვალიფიკაცია
- მაგისტრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნესში, ეკონომიკაში ან შესაბამის სფეროში.
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება კაპიტალის ბაზრებში, საინვესტიციო ან/და კორპორატიულ საბანკო საქმიანობაში.
- სასურველია ობლიგაციების გამოშვების და სხვა ტრანზაქციების განხორციელების წარმატებული გამოცდილება.
უნარები: - ფინანსური მოდელირების ცოდნა
- საკრედიტო ანალიზის ცოდნა
- სავალო ბაზრის ტენდენციების სიღრმისეული ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები: - კლიენტებთან მუშაობის უნარები, ინსტიტუციური ინვესტორებისა და კორპორატიული კლიენტების მართვის გამოცდილებით.
- დემონსტრირებული ლიდერული უნარები, ახალგაზრდა გუნდის წევრების მართვისა და მენტორობის გამოცდილებით.
- გამორჩეული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
- სწრაფად ცვალებად და სტრესულ გარემოში წარმატებით მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.