მოლარე - ხაშური

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: რეგიონების ფილიალები
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელს გაუწევ მაღალხარისხიან სალარო მომსახურებას;
  • გამოავლენ მომხმარებლის საჭიროებებს და უზრუნველყოფ მათ სწორ გადამისამართებას;

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
  • კონკურენტულ და ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს;
  • დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო ტრენინგზე და განავითარო ახალი უნარები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • სასურველია გქონდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 33 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint