გარე გაყიდვების კონსულტანტი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს. 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

შენროგორც გარე გაყიდვების კონსულტანტი

  • მოიზიდავ და აქციაში ჩართავ ახალ კლიენტებს;
  • დაარეგისტრირებ და დაამუშავებ განაცხადს პოტენციურ მომხმარებელზე;
  • სრულყოფილად მიაწვდი ინფორმაცია მომხმარებელს ბარათის პირობების და მიმდინარე კამპანიების შესახებ.

შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეისწავლო საბანკო პროდუქტები, პროცესები და ჩვენი განახლებული სასწავლო პლატფორმის დახმარებით, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა საბანკო სექტორში;
  • დაწინაურდე და განვითარდე წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ბანკის სხვადასხვა მიმართულებით და შენი ინტერესების გათვალისწინებით;
  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელსაც შეგასწავლიან და შემდგომ გამოიყენებ სამუშაოს შესრულებისას;

 ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებად 2 კვირიან ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს;
  • შეძლებ დარეგისტრირდე თიბისის ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

დამატებითი ინფორმაცია

სამუშაო გრაფიკი:

  • ყოველი კვირა დღე, თვეში მხოლოდ 4 დღე;
  • სამუშაო დრო: 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • შესვენება 1 საათი.

ადგილი, სადაც იმუშავებ:

  • კარფური.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint