POS ტერმინალების გაყიდვების მენეჯერი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგაში, POS  ტერმინალების გაყიდვების გუნდში,  ვეძებთ -გაყიდვების მენეჯერს.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ზრუნავს ექვაირინგის მიმართულებით პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე

 

რას გააკეთებ ყოველდღიურად?

  • დღის განმავლობაში დაამუშავებ და შეაგროვებ პოტენციური კლიენტებზე ინფორმაციას;
  • გეგმიურად ეწვევი სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს და ადგილზე გააკეთებ ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს/გაყიდვებს ექვაირინგის მიმართულებით;
  • გააანალიზებ არსებულ ბაზარს და ბაზრის მოთხოვნებს, რაც დაგეხმარება სწორი შეთავაზების გაკეთებაში;
  • წარადგენ განხორციელებული ვიზიტების და შედეგების ანგარიშებს უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდთან

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს + დამატებით ყოველთვიურ ბონუსს
  • შესაძლებლობას დარეგისტრირდე თიბისის ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.

 

დამატებით ბენეფიტებს

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის
  • ბრენდ მაღაზია
  • ფონდი „თიბისელები“ და სხვა მრავალი ექსკლუზიური ბენეფიტი

 

 

კვალიფიკაცია

  • ექვაირინგის პროდუქტების ცოდნა; (სასურველია)
  • გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და დახმარება
  • ხარ  აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული
  • გინდა დაიწყო ან განავითარო კარიერა საფინანსო სექტორში
  • გაინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისები

 

 ლოკაცია: სავაჭრო, მომსახურების ობიექტები

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint