ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის, ოპერაციების და ანალიტიკის განყოფილების, პოლიტიკისა და ოპერაციების გუნდის, სტაჟიორი

  • სტაჟირება
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი.
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის ოპერაციების და ანალიტიკის განყოფილება მართავს თანამშრომლების გამოცდილებას ბანკის მასშტაბით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო როგორიცაა: თანამშრომელთა ოპერაციები, ხელშეკრულებების მენეჯმენტი, პოლიტიკა და პროცედურების მენეჯმენტი, გარე და შიდა შესაბამისობის რისკების მართვა შრომითი ურთიერთობის სრულ ციკლში, თანამშრომელთა ანაზღაურების და ბენეფიტების მართვა, შიდა და გარე ანგარიშგება და რეპორტინგი. ამ მიმართულებაში ჩართულ თანამშრომლებს ექნებათ საშუალება განიცადონ როტაცია თემებზე და საკითხებზე, მოიცვან და მართონ რამდენიმე პროცესი და საკითხი. სტაჟიორის პოზიცია მოიცავს შემდეგ საკითხებში ჩართულობას:

ფუნქციები:

  • პროგრამაში აპლიკანტების დარეგისტრირება;
  • თანამშრომლის პირადი საქმის ადმინისტრირება;
  • თანამშრომლის პირადი ინფორმაციის პროგრამულად ასახვა/საჭიროების შემთხვევაში განახლება;
  • საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკისა და ოპერაციების გუნდის ასისტენტის მხარდაჭერა შემდგომ საკითხებში: თანამშრომელთა სხვადასხვა ტიპის შვებულების დარეგისტრირება, ცნობების მომზადება,  ხელშეკრულებების ადმინისტრირება/დაარქივება.

პასუხისმგებლობა:

  • მთავარი და დამატებითი ფუნქციების ზუსტი, დროული შესრულება და უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია

კვალიფიკაცია:

  • განათლება  - სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
  • HR ოპერაციების და ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილების მიღების და მუშაობის სურვილი;  

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლიანი - მაღალი პასუხისმგებლობის უნარი, კარგად ესმის რა არის მიზანი და სრული მობილიზებით მუშაობს მიზნების მისაღწევად.
  • დეტალებზე ფოკუსირებული - შესწევს უნარი დააიდენტიფიციროს მცირე უზუსტობები და ხარვეზები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იწვევდეს რაიმე პროცესში რისკს.
  • ორგანიზებული - შესასრულებელი სამუშაოს სწორად გადანაწილების უნარი, პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.
  • ენერგიული, ხალისიანი - ადამიანებთან მუშაობის ხალისი, მოცულობითი სამუშაოს სწრაფად შესრულების ენერგია.
  • გუნდური - გუნდთან ერთად მუშაობის/თანამშრომლობის შესაძლებლობა და სურვილი.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint