სერვის ექსპერტი / გუნდის კაპიტანი – CRM
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის MSME ბიზნესში გავქვს ვაკანსია სერვის ესპერტის/გუნდის კაპიტნის როლზე.
თიბისის ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში სერვის ექსპერტს / გუნდის კაპიტანს მნიშვნელოვანი როლი აქვს.
MSME ბიზნესის მიმართულებით ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული, ეფექტური და მარტივად ხელმისაწვდომი სერვისები. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) პროცესების განვითარებას, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შექმნას
კვალიფიკაცია
- გუნდთან ერთად გააანალიზებ MSME მომხმარებლებთან ურთიერთობის არსებულ CRM პროცესებს, გამოავლენ გამოწვევებსა და გაუმჯობესების შესაძლებლობებს
- დააგენერირებ იდეებს და წინადადებებს საკრედიტო პროცესების და მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად
- ამოცანებს განსაზღვრავ და დაგეგმავ მათ შესრულებას ბიზნეს საჭიროების და პრიორიტეტების გათვალისწინებით
- პერიოდულად წარადგენ შედეგებს და მოკლევადიან/გრძელვადიან გეგმებს პროექტის სთეიქჰოლდერებთან
- მართავ როგორც დიზაინის, ისე დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში
- გუნდის წევრებთან ერთად უზრუნველყოფ დასახული ბიზნეს მიზნების მიღწევას
დამატებითი ინფორმაცია
- არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება IT პროექტების მართვის (CRM სისტემებთან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამოცანის დამუშვების და დაკვეთის გამოცდილება;
- საკრედიტო პროდუქტების და ბიზნეს პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.