სერვის ექსპერტი - ემიგრანტების სეგმენტი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, ყოველდღიური საბანკო ბიზნესის სტრატეგიული პროექტების მიმართულებით ვეძებთ - სერვის ექსპერტს ემიგრანტების სეგმენტისთვის, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სეგმენტის განვითარებაში, მომხმარებელთა საჭიროებების კვლევაში, ახალი ინიციატივებისა და სერვისების შექმნაში.
ეს პოზიცია იდეალურია ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება, საჯარო გამოსვლა და მომხმარებლის ინტერესების ბიზნეს გადაწყვეტილებებში გადატანა.
სეგმენტის განვითარება და მომხმარებლის საჭიროებების კვლევა
- შეისწავლი ემიგრანტების სეგმენტის საჭიროებებს, ქცევებსა და მოლოდინებს;
- ჩაატარებ მომხმარებელთა კვლევებს, ინტერვიუებსა და უკუკავშირის ანალიზს;
- დააინიცირებ და განახორციელებ ინიციატივებს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
- ითანამშრომლებ შიდა და გარე სტეიკჰოლდერებთან სეგმენტის განვითარების მიზნით;
- ჩაერთვები სეგმენტისთვის ახალი პროდუქტების, სერვისებისა და ღირებულებითი შეთავაზებების შექმნასა და განვითარებაში.
პარტნიორული ურთიერთობები და წარმომადგენლობა
- მართავ ურთიერთობებს დიასპორულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, სათვისტომოებთან, ინფლუენსერებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
- აწარმოებ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან და უზრუნველყოფ შეთანხმებების ეფექტიან განხორციელებას; წარმოადგენ თიბისის სხვადასხვა ღონისძიებასა და შეხვედრებზე;
- მოამზადებ და წარადგენ პრეზენტაციებს როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიებისთვის.
საველე კვლევები და საერთაშორისო ვიზიტები
- მონაწილეობას მიიღებ საერთაშორისო მივლინებებში ემიგრანტების საჭიროებების უკეთ შესასწავლად;
- შეხვდები მომხმარებლებს, დიასპორის წარმომადგენლებსა და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყანაში
- მოიპოვებ იფორმაციას ბაზრის ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ;
- მიღებულ ინსაითებს გადააქცევ კონკრეტულ ბიზნეს ინიციატივებად და რეკომენდაციებად.
ანალიტიკა და კამპანიები
- დაგეგმავ და გაუძღვები სეგმენტურ კამპანიებს;
- შეაფასებ კამპანიების ეფექტიანობას და შედეგებს;
- შეაგროვებ, დაამუშავებ და გააანალიზებ მონაცემებს სეგმენტის ზრდისა და მომხმარებლის ჩართულობის გასაზომად;
- მოამზადებ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.
კვალიფიკაცია
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთა გამოცდილების, სეგმენტების მართვის, ბიზნეს განვითარების, მარკეტინგის ან პროექტების მართვის მიმართულებით;
- საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და პარტნიორული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- საერთაშორისო მივლინებებში მონაწილეობის მზაობა;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება ან სწრაფად ათვისების უნარი. უპირატესობად ჩაითვლება
- ძლიერი საკომუნიკაციო და პრეზენტაციის უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ღონისძიებების, საზოგადოებრივი აქტივობებისა და პარტნიორული პროექტების ორგანიზების გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.