საოპერაციო სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას უზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტუირებითა და კონსულტაციებით.

თიბისი კაპიტალის გუნდში გვაქვს აქტიური ვაკანსია საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე. 

საოპერაციო სპეციალისტი უზრუნველყოფს საბროკერო ოპერაციებისა და შიდა კონტროლის პროცესების განხორციელებასა და მხარდაჭერას. 

როლი უზრუნველყოფს ოპერაციების სიზუსტეს, დროულობასა და შესაბამისობას შიდა პოლიტიკებთან და მარეგულირებელ მოთხოვნებთან, ასევე აქტიურად მონაწილეობს პროცესების გაუმჯობესებასა და საოპერაციო რისკების მართვაში.

    სამუშაოს აღწერა

    • საბროკერო გარიგებების აღსრულებისა და ანგარიშსწორების პროცესის მართვა და კონტროლი; 

    • გარიგების შემდგომ ეტაპზე კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის (trade confirmations და სხვა) მომზადება/გაგზავნა; 

    • კლიენტების ონბორდინგისა და KYC/რეიდენტიფიცირების პროცესების დამოუკიდებლად მართვა და კონტროლი, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და გადამოწმება დადგენილი პროცედურების შესაბამისად; 

    • კლიენტის საჭიროებებისა და საოპერაციო საკითხების კომუნიკაცია გუნდის ლიდერთან და შესაბამის შიდა დეპარტამენტებთან; 

    • შიდა სისტემებში ოპერაციების მონაცემების შეყვანა, განახლება და სიზუსტის კონტროლი; 

    • საოპერაციო ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი დროული ესკალაცია; 

    • შიდა აუდიტისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების პროცესებში მონაწილეობა და საჭირო ინფორმაციის მომზადება; 

    • კლიენტებისა და ფრონტ-ოფისის საოპერაციო მხარდაჭერა, მათთვის საჭირო დოკუმენტაციის (ამონაწერები, ცნობები და სხვა) მომზადება; 

    • გუნდის შიდა პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება. 

    კვალიფიკაცია

    • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში; 
    • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში; 

    • მინიმუმ 1–3 წლიანი გამოცდილება საბროკერო ოპერაციებში ან ფინანსურ სექტორში; 

    • კაპიტალის ბაზრის საბაზისო პროცესებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა. 

    • საბროკერო ოპერაციებში გამოყენებული სისტემებისა და პროგრამების პრაქტიკული ცოდნა; 

    • MS Excel-ის ცოდნა; 

    • Bloomberg-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 

    • ინგლისური ენის ცოდნა. 

    • დეტალებზე ორიენტირება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

    • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები; 

    • ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაციის უნარი; 

    • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი; 

    • პროაქტიულობა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტაცია; 

    დამატებითი ინფორმაცია

    თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

    • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
    • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
    • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
    • ანონიმური წერილი
    • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

    დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

    კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint