Product Owner – Value Proposition / Loyalty
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის MSME ბიზნესში ვეძებთ Product Owner-ს Value Proposition / Loyalty მიმართულებით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლებისთვის ლოიალობის შეთავაზებებისა და პროგრამების განვითარებაზე.
პოზიციის მთავარი მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული ლოიალობის მექანიზმების შექმნა და განვითარება, რომლებიც გაზრდის მომხმარებელთა ჩართულობას, აქტივობასა და ლოიალურობას, ამავდროულად კი ხელს შეუწყობს ბიზნესის სტრატეგიული და კომერციული მიზნების მიღწევას.
როლი მოიცავს ლოიალობის ინიციატივების დაგეგმვას, ბიზნეს მოთხოვნების ანალიზსა და ტექნიკური დავალებების მომზადებას, სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობას და ინიციატივების სრულფასოვან დანერგვას.
სამუშაოს აღწერა
- MSME სეგმენტისთვის ლოიალობის პროგრამებისა და შეთავაზებების განვითარების სტრატეგიისა და Roadmap-ის ფორმირება;
- ლოიალობის ინიციატივების დაგეგმვა, განვითარება და მათი განხორციელების პროცესის მართვა;
- მომხმარებელთა საჭიროებების, ქცევისა და ტრანზაქციული მონაცემების ანალიზი ლოიალობის მექანიზმების გასაუმჯობესებლად;
- მომხმარებელთა ჩართულობის, აქტივობისა და შენარჩუნების ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება;
- ლოიალობის პროგრამის მექანიზმების, მომხმარებლის სარგებლისა და შეთავაზებების განვითარება;
- ბაზრისა და კონკურენტების ლოიალობის პროგრამების შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- ბიზნესმოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და ტექნიკურ დავალებებად (Technical Requirements) ჩამოყალიბება;
- User Story-ებისა და Acceptance Criteria-ს მომზადება და ტექნიკური მოთხოვნების დეტალური გაწერა;
- Product Backlog-ის მართვა, ამოცანების პრიორიტეტიზაცია და განვითარების პროცესის მონიტორინგი;
- სხვადასხვა გუნდთან, მათ შორის IT/Development, ბიზნესის, მარკეტინგის, ანალიტიკისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;
- ტექნიკური დავალებების შესრულებისა და ლოიალობის ინიციატივების დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
- დანერგილი ფუნქციონალის ტესტირების, გაშვებისა და შემდგომი გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა;
- ლოიალობის პროგრამის ეფექტიანობის შესაფასებლად KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
- მონაცემებზე დაყრდნობით არსებული შეთავაზებებისა და ლოიალობის მექანიზმების მუდმივი გაუმჯობესება.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, მარკეტინგის, IT-ის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- Product Owner-ის, Product Manager-ის, Project Manager-ის, Business Analyst-ის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ლოიალობის პროგრამების, Value Proposition-ის ან ციფრული პროდუქტების განვითარების გამოცდილება;
- ტექნიკური დავალებების (Technical Requirements), User Story-ებისა და Acceptance Criteria-ს მომზადების გამოცდილება;
- ტექნიკურ და ბიზნესგუნდებთან თანამშრომლობისა და სხვადასხვა გუნდის ჩართულობით ინიციატივების დანერგვის გამოცდილება;
- Agile/Scrum მეთოდოლოგიისა და Product Development Lifecycle-ის ცოდნა;
- Product Backlog-ის მართვისა და ამოცანების პრიორიტეტიზაციის გამოცდილება;
- Jira-სა და Confluence-ის პრაქტიკული ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- მომხმარებლის საჭიროებების გააზრებისა და ბიზნესმოთხოვნების პროდუქტულ ინიციატივებად გარდაქმნის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება
- საბანკო ან Fintech სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- MSME/SME სეგმენტის სპეციფიკისა და საჭიროებების ცოდნა;
- საბანკო ლოიალობის პროგრამების, Cashback-ის, Reward Points-ისა და სხვა წამახალისებელი მექანიზმების განვითარების გამოცდილება;
- Customer Engagement-ისა და Customer Retention-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- Customer Segmentation-ისა და Customer Journey Analysis-ის ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.