გაყიდვების ბანკირი-კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ბანკირი-კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი
გაყიდვების ბანკირი პასუხისმგებელია სექტორში არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების განვითარებაზე, ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებაზე, კლიენტების საჭიროებების გამოვლენასა და გაყიდვების პროცესის კოორდინაციაზე.
როლი მჭიდროდ თანამშრომლობს კორპორატიულ ბანკირთან, ვიცე პრეზიდენტთან და და პროდუქტების გუნდებთან, რათა გაიზარდოს ბანკის არასაკრედიტო შემოსავლები, გაღრმავდეს კლიენტებთან ურთიერთობა და გაიზარდოს ბანკის პროდუქტების გამოყენება სექტორის კლიენტების მიერ.
სამუშაოს აღწერა
გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
· სექტორის კლიენტური პორტფელის ანალიზი არასაკრედიტო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების გამოსავლენად.
· კლიენტების პრიორიტეტიზაცია მათი პოტენციალის, აქტივობისა და ბიზნეს სპეციფიკის მიხედვით.
· ახალი გაყიდვების შესაძლებლობებისა და ქროს-სელინგის პოტენციალის იდენტიფიცირება.
· სექტორში არასაკრედიტო პროდუქტების ზრდის შესაძლებლობების მუდმივი მონიტორინგი.
კლიენტის საჭიროებების ანალიზი
· კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება.
· კლიენტის ბიზნესის, საოპერაციო პროცესებისა და ფინანსური საჭიროებების შესწავლა.
· კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და ფორმალიზება.
· კლიენტის მოთხოვნების საფუძველზე დამატებითი ბიზნეს შესაძლებლობებისა და ქროს-სელინგის პოტენციალის იდენტიფიცირება.
კომერციული შეთავაზებების მომზადების კოორდინაცია
· შესაბამის პროდუქტის გუნდებთან თანამშრომლობა კლიენტისთვის ოპტიმალური გადაწყვეტის შესამუშავებლად.
· სხვადასხვა პროდუქტის ერთიან კომერციულ შეთავაზებად ჩამოყალიბების კოორდინაცია.
· კომერციული წინადადებების მომზადებისა და შეთანხმების პროცესის მართვა.
· კლიენტისთვის შეთავაზებების წარდგენა და შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობა.
გაყიდვების პროცესის მართვა
· გაყიდვების პროცესის მართვა შესაძლებლობის იდენტიფიცირებიდან კომერციულ შეთანხმებამდე.
· კლიენტთან მიმდინარე კომუნიკაციის კოორდინაცია.
· გაყიდვების პროცესში ჩართული შიდა მხარეების ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
· გაყიდვების ფაიფლაინის მართვა და პროგრესის მონიტორინგი.
პროდუქტის გუნდებთან თანამშრომლობა
· კლიენტის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამის პროდუქტის გუნდებთან კოორდინაცია.
· პროდუქტის სპეციფიკურ საკითხებზე შესაბამისი ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა.
· კლიენტების უკუკავშირის მიწოდება პროდუქტის გუნდებისთვის.
· ბიზნესის საჭიროებების წარმოჩენა პროდუქტების განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში.
აღსრულების მხარდაჭერა
· შეთანხმებული გარიგებებისა და მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტისა და საოპერაციო გუნდებისთვის გადაცემა.
· შეთანხმებული გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესის მონიტორინგი.
· კლიენტისა და შიდა გუნდების ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა სრულ იმპლემენტაციამდე.
· პროცესში წარმოქმნილი საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი ესკალაცია.
კვალიფიკაცია
· ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით.
· 3 წლიანი გამოცდილება კორპორატიულ ბანკინგში, გაყიდვებში, ბიზნეს განვითარებაში ან ფინანსურ სექტორში.
· სასურველია კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება.
· კორპორატიული ბანკინგის პროდუქტებისა და მომსახურების ცოდნა.
· გაყიდვებისა და ურთიერთობების მართვის პრინციპების ცოდნა.
· ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა.
· კორპორატიული კლიენტების ბიზნეს საჭიროებების ანალიზი
უნარები
· გაყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
· ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
· ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება.
· ურთიერთობების ეფექტიანად მართვის უნარი.
· სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის უნარი.
· შედეგზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.