უმცროსი პერსონალური ბანკირი - თიბისი კონცეპტი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: თბილისის ფილიალები
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
დაიწყე კარიერა თიბისიში - პრემიუმ ბანკინგის მიმართულებით.
გინდა, შენი პირველი პროფესიული ნაბიჯი თანამედროვე საბანკო და ტექნოლოგიურ გარემოში გადადგა?
გაინტერესებს ფინანსები, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მზად ხარ, საკუთარი უნარები რეალურ საქმეში განავითარო? თიბისი კონცეპტის გუნდი გელოდება.
ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან მიიღონ პირველი პროფესიული გამოცდილება და უმცროსი პერსონალური ბანკირის პოზიციიდან დაიწყონ კარიერული გზა კონცეპტში.
წინა სამუშაო გამოცდილება არ არის საჭირო - ჩვენ გასწავლით ყველაფერს, რაც ამ როლში წარმატებისთვის დაგჭირდება.
შენი ყოველდღიურობა მოიცავს:
- კლიენტებთან ურთიერთობას და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას;
- მათი საჭიროებების გაანალიზებას და შესაბამისი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას;
- ახალი კლიენტების მოზიდვასა და არსებული ურთიერთობების განვითარებას;
- საბანკო პროდუქტების შესახებ კონსულტაციის გაწევას;
- გაყიდვების მიზნების შესრულებასა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ მუშაობას;
- თანამედროვე ციფრული არხებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას;
- გუნდთან ერთად მუშაობას და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას.
კვალიფიკაცია
შენთან ერთად გვინდა მუშაობა, თუ:
- ხარ სტუდენტი;
- გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
- ხარ ენერგიული, მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი;
- სწრაფად სწავლობ, გიყვარს ახალი ცოდნის მიღება და გაქვს განვითარების სურვილი;
- გაინტერესებს ფინანსები, ტექნოლოგიები და თანამედროვე საბანკო გარემო;
- ფლობ უცხო ენას.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი პოტენციალი, მოტივაცია და განვითარების სურვილი.
რას გთავაზობთ?
- კარიერის დაწყების შესაძლებლობას თიბისი კონცეპტის გუნდში;
- საჭირო გადამზადებასა და პროფესიულ მხარდაჭერას;
- რეალურ სამუშაო გამოცდილებას თანამედროვე საბანკო და ტექნოლოგიურ გარემოში;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, სპეციალურ შეთავაზებებს, „თიბისელების“ ფონდსა და სხვა ბენეფიტებს;
- მუდმივი სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თუ მზად ხარ ისწავლო, გაიზარდო და საკუთარი შესაძლებლობები რეალურ საქმეში გამოსცადო - შემოგვიერთდი თიბისი კონცეპტის გუნდში.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.