სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერი - გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვა(MSME მიმართულება)
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგაში ვეძებთ MSME გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვის გუნდის ლიდერს.
შენ მოხვდები Agile გუნდში, რომელიც ზრუნავს MSME მომხმარებლებისთვის სესხის გაცემის შემდგომი პროცესების ეფექტურად და შეუფერხებლად წარმართვაზე. შენი მთავარი მიზანი იქნება გუნდთან ერთად მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, პროცესების გამარტივება და განვითარება, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე ეფექტური გადაწყვეტილებების პოვნა.
ეს არის როლი, სადაც მნიშვნელოვანია როგორც ადამიანების მართვა და განვითარება, ისე პროცესების მიმართ სისტემური ხედვა, შედეგზე ორიენტირებულობა და სხვადასხვა გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
ვის ვეძებთ:
• თუ გაქვს გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება;
• თუ გაქვს მომხმარებელთან დაკავშირებული პროცესების მართვისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
• თუ შეგიძლია პროცესების ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა;
• თუ გაქვს KPI-ების და შედეგების მართვის გამოცდილება და შეგიძლია გუნდის მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
• თუ შეგიძლია სხვადასხვა სტეიკჰოლდერთან ეფექტური კომუნიკაცია და საერთო მიზნის გარშემო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
• თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული, გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია დამოუკიდებლად და რთულ სიტუაციებში პასუხისმგებლობის აღებას არ ერიდები;
• თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და მუდმივი გაუმჯობესების კულტურის შესაქმნელად, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის.
შენ იქნები:
MSME სესხის გაცემის შემდგომი პროცესების გუნდის ლიდერი, რომელიც მუშაობს Agile მიდგომებით და ზრუნავს გუნდის ეფექტიან მუშაობაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სესხის გაცემის შემდგომი პროცესების მუდმივ განვითარებაზე.
შენ ხელს შეუწყობ გუნდში Scrum-ის პრინციპების ეფექტურად გამოყენებას, სამუშაოს პრიორიტეტიზაციას, გამჭვირვალე დაგეგმვასა და მუდმივი გაუმჯობესების კულტურის ჩამოყალიბებას.
შენ დაგევალება:
• MSME სესხის გაცემის შემდგომი პროცესების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა Agile/Scrum მიდგომების გამოყენებით;
• გუნდის მიზნების, KPI-ების და მომსახურების სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა;
• გუნდის Backlog-ის მართვა, სამუშაოების პრიორიტეტიზაცია და ბიზნეს ღირებულების გათვალისწინებით ამოცანების დაგეგმვა;
• MSME მომხმარებლების After-Sales პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, გამარტივება და ეფექტიანობის ზრდაზე ზრუნვა;
• პროცესებში არსებული გამოწვევებისა და bottleneck-ების იდენტიფიცირება, მათი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება;
• მომხმარებელთან დაკავშირებული რთული და არასტანდარტული შემთხვევების/ესკალაციების მართვა;
• პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამის შიდა გუნდებთან თანამშრომლობა და ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია;
• ყველა დაკავშირებულ სტეიკჰოლდერთან აქტიური კომუნიკაცია, ინფორმაციის გაზიარება და საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდაჭერა;
• პროცესებისა და გუნდის შედეგების ანალიზი, ძირითადი მიგნებების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა;
• After-Sales მიმართულებაში არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაზე ზრუნვა;
• პროცესების ავტომატიზაციისა და ციფრული გადაწყვეტილებების განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობა;
• ამოცანების შესრულების ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.
კვალიფიკაცია
- გუნდის მართვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებელთა მომსახურების, After-Sales, Operations ან დაკავშირებულ პროცესებში მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნეს პროცესების ანალიზისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
- KPI-ების, SLA-ების და შესრულების შედეგების მართვის გამოცდილება;
- მონაცემების ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სხვადასხვა ფუნქციურ გუნდთან და სტეიკჰოლდერებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- პრობლემების იდენტიფიცირების, მიზეზების ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიების უნარი;
- საკუთარი და გუნდის საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
- ტექნიკურ გუნდთან და Agile გარემოში (Scrum/Kanban) მუშაობის გამოცდილება;
- ინიციატივიანობა, შედეგზე ორიენტირებულობა და ცვლილებების მართვის უნარი;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
.
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.