მონაცემთა მეცნიერი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Banker-ის Technology Awards 2026-ის გამარჯვებული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

თიბისის ბანკის AI და მონაცემთა მართვის დეპარტამენტში ვეძებთ ახალ გუნდის წევრს მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე. 

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც ბანკში არსებული მონაცემებისგან სტატისტიკური მოდელებისა და მანქანური დასწავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ქმნის ბიზნეს ამოცანების მრავალფეროვან ანალიტიკურ გადაწყვეტებს. 

შენ, როგორც მონაცემთა მეცნიერი: 

  • იმუშავებ მონაცემთა მეცნიერების, სხვადასხვა მრავალფეროვანი ტიპის ამოცანაზე; 
  • ჩაერთვები მოდელების შემუშავებიდან დანერგვამდე ე.წ. end-to-end პროცესებში; 
  • განახორციელებ საკუთარ ინიციატივებს პროექტის ფარგლებსა თუ მის გარეთ; 
  • დააინიცირებ ახალ და ინოვაციურ პროექტებს ან/და თავად ჩაერთვები მსგავს პროექტებში. 

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: 

  • გინდა იმუშაო ინოვაციურ პროექტებზე, სადაც შენი ცოდნა და უნარები მაქსიმალურად გამოვლინდება; 
  • არ გეშინია გამოწვევების; 
  • გაქვს კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია; 
  • გამოირჩევი ინიციატივებით და ხარ პროაქტიული; 
  • ხარ გუნდური მოთამაშე, და გაქვს უნარი იფიქრო საერთო სარგებელზე. 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერების სფეროში; 
  • სტატისტიკისა და ალბათობის ძლიერი ცოდნა; 
  • კლასიკური მანქანური სწავლების ალგორითმების პრაქტიკული გამოცდილება (რეგრესია, კლასიფიკაცია, კლასტერიზაცია); 
  • გამოცდილება მონაცემთა დამუშავების ინსტრუმენტებთან; 
  • Deep Learning ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება NLP და Computer Vision პროექტებში; 
  • AI აგენტების შექმნისა და განვითარების გამოცდილება; 
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა    

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint