ადმინისტრატორი - კორპორატიული ბიზნესი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

 

კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

სამუშაოს აღწერა

ადმინისტრატორი პასუხისმგებელია:

  • სტუმრების დახვედრაზე;
  • ადმინისტრაციულ პროცესებზე;
  • CIB მიმართულების საოფისე მხარდაჭერაზე

სტუმრების დახვედრაზე

  • სტუმრების მიღებისა პროცესის მართვა;
  • კლიენტების დახვედრა და კლიენტების შესახებ შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება

ადმინისტრაციული პროცესი

  • კლიენტებთან საჩუქრების დროულად გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • საჩუქრების მარაგის მართვა და მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია;
  • სატრანსპორტო უზრუნველყოფის ჯგუფთან კოორდინირებული მუშაობა;
  • შეხვედრების ოთახების, როგორც ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ასევე საჭირო ინვენტარითა და საკანცელარიო ნივთებით აღჭურვილობა;
  • ოფისის წესრიგზე ზრუნვა;
  • მენეჯმენტის მხარდაჭერა გარე შეხვედრების ორგანიზებაში

(რესტორნების ჯავშნები);

  • თანამშრომლების მხარდაჭერა მობილური აპარატის, ტელეფონის ნომრების, ლიმიტების გამოყენება/შეძენაში;
  • Team Building-ის და სხვა შიდა აქტივობების ორგანიზების მხარდაჭერა;

CIB მიმართულების საოფისე მხარდაჭერა

  • ოფიციალური დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის მიღება/გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • გუნდის წევრების მხარდაჭერა ყოველდღიურ საოფისე საქმიანობაში (ბეჭდვა, სკანირება, კანცელარიასთან დოკუმენტაციის მიმოცვლა და სხვა);
  • ოფისისთვის საჭირო ნივთების შეკვეთის უზრუნველყოფა, როგორიცაა საკანცელარიო ნივთები, ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები, ტკბილეული და სხვა;
  • Onboarding-ის პროცესში ახალი თანამშრომლის საოფისე სივრცის გამართულობა (ტელეფონის ნომერი, საჭიროების შემთხვევაში მობილური ტელეფონის ადმინისტრირება)

 

კვალიფიკაცია

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • სასურველია საოფისე ადმინისტრაციის/კანცელარიის მიმართულების მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საწყის დონეზე (MS Word, Excel);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფი რეაგირებისა და საქმისადმი პროაქტიული მიდგომის უნარი;
  • დროის ეფექტურად განაწილების და ორგანიზების უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint