IFRS Reporting Senior Manager

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

შემოუერთდი IFRS Reporting გუნდს | IFRS Reporting Senior Manager

თუ გსურს იმუშაო ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ფინანსურ გარემოში, მიიღო მონაწილეობა ჯგუფის IFRS რეპორტინგის პროცესებში და იმოქმედო ფინანსური შედეგების ანალიზსა და გადაწყვეტილებების მიღებაზე, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია სს თიბისი ბანკისა და TBC Bank Group PLC-ის IFRS ფინანსური შედეგებისა და ანგარიშგების მომზადებაზე, ანალიზსა და რეპორტინგზე შიდა და გარე stakeholder-ებთან.

ამ როლში შენ:

  • ჩაერთვები ბანკისა და კონსოლიდირებული ჯგუფის IFRS შედეგების მომზადების, ანალიზისა და რეპორტინგის პროცესებში;
  • მიიღებ მონაწილეობას წლიური და შუალედური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში;
  • ჩაერთვები გარე აუდიტის პროცესსა და Investor Relations (IR) რეპორტინგში;
  • აქტიურად იქნები ჩართული ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტინგის ციკლებში;
  • იმუშავებ პროცესების გაუმჯობესების, ავტომატიზაციისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების განვითარების პროექტებზე;
  • ითანამშრომლებ სხვადასხვა ბიზნეს და ფინანსურ გუნდებთან, რათა უზრუნველყო ფინანსური ინფორმაციის სიზუსტე და ხარისხი.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გსიამოვნებს დინამიკურ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობა;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება გაქვს და ყურადღებას აქცევ როგორც დეტალებს, ისე მთლიან სურათს;
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობას პროაქტიულად იღებ;
  • შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდთან;
  • ხარ ინიციატივიანი, დამოუკიდებელი და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალი.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის, ფინანსური ანალიზის ან აუდიტის მიმართულებით;
  • IFRS სტანდარტების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალი დონის ცოდნა;
  • MS Excel-ის ძლიერი ცოდნა (Word და PowerPoint-ის ცოდნა ასევე მნიშვნელოვანია);
  • SQL-ის, Power BI-ის ან სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ACCA-ს კვალიფიკაცია ან მიმდინარე სწავლება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

რატომ ეს პოზიცია?

ამ როლში გექნება შესაძლებლობა იმუშაო TBC Group-ის ფინანსური რეპორტინგის მთავარ პროცესებზე, მიიღო მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება IFRS-ის მიმართულებით და უშუალოდ ითანამშრომლო ორგანიზაციის წამყვან ფინანსურ პროფესიონალებთან.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

კონფიდენციალურობის პოლიტიკაImprint