სერვის-დესკის სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტური რეგიონში და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Banker - ის Technology Awards 2026 -ის გამარჯვებული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
- მომხმარებელთა შემოსულ ზარებსა და განაცხადებზე დროული, ეფექტიანი და პროფესიონალური რეაგირება;
- ინციდენტებისა და მოთხოვნების სრული, ზუსტი და სტანდარტების შესაბამისი რეგისტრაცია შესაბამის სისტემებში;
- მომხმარებელთა საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრა კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში;
- მოთხოვნების შესაბამის ტექნიკურ გუნდებთან გადამისამართება, დეტალური ანალიზისა და სწორი დიაგნოსტიკის საფუძველზე;
- გადაცემული მოთხოვნების შესრულების პროცესის აქტიური მონიტორინგი და მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- IT დეპარტამენტის შიდა გუნდებთან კოორდინაცია პრობლემების სწრაფი და ეფექტიანი მოგვარებისთვის;
- მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
კვალიფიკაცია
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT Support / IT Service Desk / IT Help Desk ან ანალოგიურ პოზიციაზე;
- ინციდენტებისა და მოთხოვნების მართვის პროცესების ცოდნა (ITIL 4 ან სხვა შესაბამისი პრაქტიკა);
- ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და დიაგნოსტიკის უნარი;
- მომხმარებელთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურებაზე ორიენტირებულობის მაღალი დონე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ელფოსტა – [email protected]
- ანონიმური წერილი.
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
By clicking the link above or any third-party link within this posting, you are leaving this site and going to a third-party website where the third-party website's terms and privacy policy apply