შესაბამისობის რისკის მართვის ოფიცერი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
- ბანკისთვის შესაბამისი კანონმდებლობის/რეგულაციების და სხვა მარეგულირებელი მოთხოვნების, ასევე მათში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი
- ბანკის შიდა პროცესების/პროცედურების/პროდუქტებისა და მომსახურებების შესაბამისობის შეფასება მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის რისკის მართვის მიზნით
- შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის მიზნით პროცესების, პროცედურებისა და კონტროლების გაუმჯობესების ინიცირება;
- ბიზნესის საჭიროების დადგენა და პროცესებში/პროცედურებში ცვლილებების ინიცირება რეგულაციების დაცვის მიზნით
- დაიდენტიფიცირებული / გამოვლენილი რისკების აღმოფხვრის და მართვის მიზნით პროცესის მონიტორინგი
- შესაბამისობის რისკის მართვის მიზნით შიდა დოკუმენტაციის შემუშავება
- შესაბამისობის რისკის მართვის მიზნით კონტროლების სიის განსაზღვრა და აღნიშნული კონტროლების ბანკის მასშტაბით დანერგვის უზრუნველყოფა
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკურ, საბანკო და სხვა ტექნიკური მეცნიერებების სფეროებში
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (Advanced)
- სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- საფინანსო/საბანკო სისტემაში მუშაობის გამოცდილება
- საბანკო პროცედურებისა და პროდუქტების ცოდნა
უნარები:
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი
- რისკების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანალიტიკური ანგარიშგების წერის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა / ორგანიზებულობა
- კარგი წერითი და ზეპირიტყვიერი კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებული
- პრეზენტაციის და ტრენინგების ჩატარების უნარი
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.