სერვის ექსპერტი - საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში -მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის , საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგში, კლიენტებისთვის ღირებულებების შექმნის გუნდში - ვეძებთ - სერვის ექსპერტს.
შენ მოხვდები გუნდში, რომლის მიზანია თიბისის სადებეტო ბარათების გაყიდვების გაზრდა. გააზიარებს ანალიტიკურ ინფორმაციას, გაანალიზებს და დაამუშავებს ახალ შემოსული ამოცანებს, მჭირდო კომუნიკაცია ექნება მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა გუნდებთან/დეპარტამენტებთან/ფილიალებთან/ქოლ-ცენტრთან/გარე გაყიდვების თანამშრომლებთან და ჩართული იქნება საბარათე პროდუქტის განვითარებაში, ახალი საბარათე პროდუქტების გაყიდვების გეგმების განსაზღვრა და კონტროლი არხების მიხედვით.
იმუშავებს ეჯაილ მიდგომებით და შეიტან უზარმაზარ წვლილს სხვადასხვა ტიპის კამპანიების დაგეგმვა/აღსრულება/კონტროლი/შედეგების მონიტორინგი მომხმარებლების მოზიდვის/აქტივაციის/შენარჩუნების მიზნით
რას გააკეთებ:
- გუნდში შემავალ ყველა პროცესში ჩართულობა,
- მიიღებ მონაწილეობას ინოვაციური შეთავაზებების დანერგვა/განვითარებაში.
- მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა გუნდებთან/დეპარტამენტებთან/ფილიალებთან/ქოლ-ცენტრთან/გარე გაყიდვების თანამშრომლებთან
- ჩართულობა საბარათე პროდუქტების განვითარებაში
- ახალი საბარათე პროდუქტების გაყიდვების გეგმების განსაზღვრა და კონტროლი არხების მიხედვით
- სხვადასხვა ტიპის კამპანიების დაგეგმვა/აღსრულება/კონტროლი/შედეგების მონიტორინგი მომხმარებლების მოზიდვის/აქტივაციის/შენარჩუნების მიზნით
- E2E ბარათების შეთავაზებების, კამპანიების და გაყიდვების მართვა (ტექნიკური და B2B ხელშეკრულებები დაფარულია ლოიალობის გუნდის მიერ)
- ბარათების გაყიდვასთან და კამპანიებთან დაკავშირებული საკითხების ქსელთან კომუნიკაცია
- მომხმარებლების მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზება, გარე გაყიდვების კამპანიების დაგეგმვა და ზრუნვა დასახული მიზნების მიღწევაზე
- მომხმარებლების საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისად ყველა მიმართულების კონტროლი არ დაიკარგოს მომხმარებლის ხმა
- ანალიტიკურ პროექტებში ჩართულობა
ვის ვეძებთ:
• თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
• გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
• მუდმივად ხარ ჩართული ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტების პირობების/განვითარების საქმის კურსში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის;
• გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
• გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
• არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
• შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
კვალიფიკაცია
- საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საბარათე პროდუქტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- პროდუქტის დანერგვის მიმართულებით გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა);
- კამპანიების დაგეგმვის /მართვის გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა);
- ბაზის დამუშავების უნარი/შესაძლებლობა (basic);
- ფინანსური ანალიზი (basic);
- ანალიტიკური აზროვნება და უნარები;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- კარგი ორგანიზებულობა და მართვის უნარი;
- ბიზნეს შედეგების მიღწევის მოტივაცია;
- ეფექტური პრეზენტაცირების უნარი;
- იურიდიული საკითხების მართვა(basic).
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა .
დამატებითი ინფორმაცია
.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.