უფროსი შესაბამისობის ოფიცერი - თიბისი აქტივების მართვა
- სრული განაკვეთი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
პოზიციის ძირითადი საქმიანობა
უფროსი შესაბამისობის ოფიცერი პასუხისმგებელია თიბისი აქტივების მართვის კომპანიის (AMC) შესაბამისობის ფუნქციის სტრატეგიულ განვითარებასა და ეფექტურ მართვაზე.
როლი მოიცავს კომპანიის საქმიანობის სრულ შესაბამისობაში მოყვანას ადგილობრივ და საერთაშორისო მარეგულირებელ მოთხოვნებთან, რისკების პროაქტიულ იდენტიფიკაციასა და მართვას, და შესაბამისობის კულტურის გაძლიერებას ორგანიზაციაში.
პოზიცია ითვალისწინებს ლიდერულ როლს შიდა პოლიტიკების ფორმირებაში, ახალი პროდუქტების შეფასებასა და რეგულატორულ ჩარჩოში მოქცევაში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობას უმაღლეს მენეჯმენტთან, მარეგულირებლებთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან.
სამუშაოს აღწერა
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივ და შიდა მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- შესაბამისობის ჩარჩოს (compliance framework) განვითარება, დანერგვა და გაუმჯობესება.
- მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შესაბამისი რისკების პროაქტიული მართვა.
- შიდა რეგულაციების, პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება და კონტროლი.
- ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციების ცვლილებების მონიტორინგი და ორგანიზაციის დროული ადაპტაციის უზრუნველყოფა.
- შესაბამისობის მიმართულებით ანგარიშგების პროცესის მართვა და მაღალი ხარისხის რეპორტინგის უზრუნველყოფა დირექტორატის, ინვესტორებისა და მარეგულირებლებისთვის.
- ფონდების შეფასების პოლიტიკის მხარდაჭერა, მათ შორის სამართლიანი საბაზრო ღირებულების დადგენა მესამე მხარის შემფასებლებთან თანამშრომლობით.
- გუნდის წევრებთან თანამშრომლობა ფონდის მარეგულირებელი და კლიენტებისთვის განკუთვნილი ანგარიშგების მოთხოვნების ზედამხედველობის მიზნით.
- გუნდის წევრებთან ერთად ყოველწლიური შესაბამისობის გეგმების შემუშავება ფონდებისა და მთლიან პორტფელისთვის.
- შეთავაზებებისა და აქციების გამოსყიდვის სქემების პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა.
- პროცესების გაუმჯობესებისთვის ცვლილებების ინიცირება და განხორციელება.
- ტრანზაქციებთან, დივიდენდის გადახდებთან და აქციონერთა რეესტრთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- საინვესტიციო პროცესებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა და შესაბამისობის უზრუნველყოფა, შეჯერებული პროცესების და პროცედურების შესაბამისად.
- გარიგებების, დივიდენდის გადახდებისა და აქციონერთა რეესტრის წარმოებისთვის საჭირო პროცესების და დოკუმენტაციის მართვა.
- ახალი პროდუქტების გაშვების პროცესში მონაწილეობა – იდეის გენერაციიდან რეგისტრაციამდე და შესრულებამდე, იურიდიული გუნდის მხარდაჭერით.
- პროცესების ოპტიმიზაციისა და შესაბამისობის გაუმჯობესების ინიციატივების ინიცირება და ლიდერობა.
- AML მიმართულების დაფარვა, მათ შორის მესამე მხარის (ნომინალური მფლობელის) მიერ განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგი.
- მესამე მხარეთა მიერ გაწეული სამუშაოს შესაბამისობის პერიოდული მონიტორინგი.
- KYP/KYC პროცესების წარმართვა.
- სამართლებრივი მხარდაჭერა იურიდიული გუნდის მხარდაჭერით, მათ შორის შესაბამისი სააქციო საზოგადოებების დარეგისტრირება, ფონდების რეგისტრაცია/ავტორიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა, მათ შორის სარეგისტრაციო დოკუმენტების შედგენა/გადახედვა შესაბამისობის კუთხით.
- შიდა და გარე აუდიტის მიმდინარე პროცესის მხარდაჭერა.
- რეგულატორის ან/და შიდა აუდიტის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება ან/და შესრულების მონიტორინგი.
- თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება და შესაბამისობის კულტურის გაძლიერება ორგანიზაციაში.
- საჭიროების შემთხვევაში უმცროსი გუნდის წევრების მენტორინგი და ფუნქციური ხელმძღვანელობა.
კვალიფიკაცია
- სამართლის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად).
- მინიმუმ 4-6 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისობის, იურიდიული მხარდაჭერის ან ფონდების მხარდაჭერის მიმართულებით. უპირატესობად ჩაითვლება კომერციულ/საინვესტიციო ბანკში, საკონსულტაციო ან აქტივების მართვის კომპანიაში გამოცდილება.
- საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის და საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა.
- მარეგულირებელი მოთხოვნების, კანონმდებლობის და საინვესტიციო პოლიტიკის ცოდნა
- ევროკავშირის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (მათ შორის და არა მხოლოდ: MIFID, MAR, AIFMD)
- პროცესების, პოლიტიკებისა და შესაბამისობის დოკუმენტაციის შემუშავების უნარი.
- ანალიტიკური და პრეზენტაციის უნარები.
- ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.