ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტის მიზანია ბანკის სერვისცენტრების უწყვეტი, უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების უზრუნველყოფა კომპიუტერულ - ტექნიკური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით: ინციდენტების სწრაფად და ხარისხიანად მოგვარება, პროგრამული ცვლილებების და განახლებების უსაფრთხო დანერგვა, თანამშრომელთა ახალი სამუშაო გარემოს მოწყობა/გამართვა, დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტირება, ჩანაცვლება და პრევენციული პროფილაქტიკური სამუშაოები სერვისცენტრების მასშტაბით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სერვისცენტრებისთვის ყოველდღიური ტექნოლოგიური მხარდაჭერის გაწევა, თანამშრომელთა ტექნიკური საჭიროებების მართვა და სამუშაო პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფა
- ახალი და არსებული სამუშაო სივრცეების ქსელურ ინფრასტრუქტურული მოწყობა და ტესტირება
- სამუშაო ტექნიკის, პერიფერიების, ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციების გამართვა
- დაზიანებული ტექნიკის იდენტიფიცირება და დიაგნოსტიკა, პრობლემის გამომწვევი აპარატურული მიზეზების დადგენა
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, განახლება, კონფიგურაცია
- ტექნიკური ინციდენტების იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა და გადაჭრა
- ინციდენტების დროული დაფიქსირება და შესაბამის SLA ვადებში რეაგირება
- შეუფერხებელი სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა ოპერაციული სტანდარტების მიხედვით
კვალიფიკაცია
- Windows სისტემების საფუძვლიანი ცოდნა: კონფიგურაციები; პროფილები; Active Directory; Intune
- კომპიუტერული ტექნიკის არქიტექტურის ცოდნა: CPU/RAM/Storage დიაგნოსტიკა, პერიფერიული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები.
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, განახლება, კონფიგურაცია და ფუნქციური ტესტირება.
- საბაზისო ქსელური უნარები: TCP/IP, DNS, DHCP, LAN/Wi-Fi troubleshooting; ქსელურ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთქმედება (პორტები, VLAN საბაზისო გაგება).
- ITSM სისტემებთან (Jira Service Management, Confluence) პროფესიული მუშაობის მომხმარებელთან ეფექტიანი, თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია.
- ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის მიზეზის სწრაფი დადგენა და ოპტიმალური გამოსავლის პოვნა.
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- გუნდური მუშაობის მაღალი კულტურა — თანამშრომლობა IT, უსაფრთხოების და ოპერაციულ გუნდებთან.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.