სერვის ექსპერტი - სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში, სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდში, ვეძებთ გუნდის წევრს - სერვის ექსპერტს.
იმუშავებ ბანკისთვის მნიშვნელოვან კლიენტების მოზიდვაზე და მათ პორტფელური ფორმატით ზრუნვაზე; ამასთან ერთად საინტერესო ამოცანებზე, რომელიც ანვითარებს ბანკში ამ მიმართულებას და კლიენტებს უმარტივებს ცხოვრებას. გექნება სრული მხარდაჭერა, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები.
რას გააკეთებ?
- სახელფასო პროექტის ფარგლებში დასაქმებულ ფიზიკური პირების მოზიდვებისთვის შეიმუშავებ გეგმებს სეგმენტებზე ჩაშლილს: კორპორატიული / სმე.
- გუნდთან ერთად მართავ მსხვილი კომპანიების პორტფელებს (სახელფასო პროექტის ფარგლებში) , ეს იქნება კორპორატიული სეგმენტი, მსხვილი სმე სეგმენტი და სახელმწიფო ინსტიტუტები.
- აქტიურად ჩაერთვები მსხვილ კომპანიებისთვის ბანკის შერჩევის ტენდერის / კონკურსის პროცესში.
- გუნდთან ერთად იმუშაო სახელფასო პროექტში ორგანიზაციების ჩართვის პროცესების განვითარებაზე , გამარტივებაზე.
- იქნები ჩართული პროდუქტის (სახელფასო პროექტები) დიჯიტალ არხით განვითარებაში.
- ანალიტიკური რეპორტების განვითარებას ბიზნესური ხედვებით.
კვალიფიკაცია
აუცილებელია გქონდეს:
- საბანკო პროდუქტების ცოდნა როგორც ბიზნესის, ასევე საცალო სეგმენტში;
- პორთველის მართვის გამოცდილება
- Excel-ის ცოდნა
- ფინანსური ანალიტიკის შესაძლებლობა/გამოცდილება
- გაყიდვების/ შეთავაზებების კუთხით გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.