ექსპლოატაციის მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერა

ბიზნეს ამოცანა:

  • თიბისი ბანკის ფილიალების, სერვის ცენტრების, ლომბარდების და ბექ ოფისების ტექნიკური მხარდაჭერა, ტექნიკური კუთხით გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;  

ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალების, სერვის ცენტრების, ლომბარდების და ბექ ოფისების (შემდგომში „საპასუხისმგებლო ობიექტები“) მხარდაჭერა ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების კუთხით, მომსახურე კომპანიის ან შიდა რესურსი გამოყენებით;
  • სერვის ჯგუფების  მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადის კონტროლი, მათი მუშაობის ეფექტურობის ანალიზი, შეფასება, გაუმჯობესება.
  • შესაბამისი პროგრამულ პლატფორმის (Jira) მეშვეობით დაფიქსირებული მოთხოვნების დროული და ეფექტური შესრულება, მარაგების მოთხოვნების სიზუსტისა და მიწოდების ვადების კონტროლი; გავლილი კილომეტრაჟის კონტროლი/რეპორტინგი.
  • საპასუხისმგებლო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მათ შორის, გარე ფასადის ვიზუალურ მდგომარეობაზე ზრუნვა (სარეკლამო აბრები და ა.შ.);
  • საპასუხისმგებლო ობიექტების ინტერიერისა და ექსტერიერის სისუფთავის მონიტორინგი/კონტროლი;
  • საპასუხისმგებლო ობიექტების ფრონტისა და ბექ ოფისების განათების მონიტორინგი/კონტროლი;
  • სარემონტო ფილიალის დემონტაჟი, დემონტაჟის შედეგად დარჩენილი მასალა/ინვენტარის იდენტიფიცირება და შესაბამისი საწყობების მიხედვით განაწილება.
  • ფილიალის დემონტაჟის დაწყებამდე, ყველა იმ ინვენტარი/ტექნიკის აღწერა და აქტის შედგენა, რომლის საფუძველზეც, მშენებელს გადაეცემა ყველა ის ინვენტარი/ტექნიკა, რომელიც რემონტის დროს რჩება ფილიალში, სარემონტო სამუშაოების დასრულებისას ექსპლოატაციის მენეჯერი ამოწმებს და იბარებს აქტში გაწერილ ყველა ტექნიკა/ინვენტარს.
  • ფილიალის გახსნის დღეს ობიექტის ჩაბარება
  • ბიზნესის მიერ დავალებული არასტანდარტული პროექტების შესრულება
  • ქსელში არსებული პრობლემური ფილიალები იდენტიფიცირება, აღრიცხვა/კონტროლი
  • დაქვემდებარებული სერვის ჯგუფების მიერ შესრულებული მასშტაბური სამუშაოების გათვალისწინებით, მოცულობის ანალიზი და დანაზოგების ფაილის წარმოება
  • Monitoring dashboard ანალიზი და პრობლემური საკითხების მოგვარება, როგორც კონტრაქტორი კომპანიებით, ასევე შიდა რესურსის საშუალებით.
  • სერვის ჯგუფების მიერ გახარჯული მასალის გაწერის აქტების კონტროლი;
  • სერვის ჯგუფების სტანდარტით გათვალისწინებული ჯერადობით ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა/კონტროლი;
  • ალუმინის და მეტალო პლასტმასის კონსტრუქცია/ვიტრაჟების საჭიროების განსაზღვრა/დაკვეთა
  • საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებულობა.
  • საპასუხისმგებლო ობიექტებში სამღებრო სამუშაოების დაგეგმვა, მოცულობის განსაზღვრა, პროექტის ფარგლებში შერჩეული ჯგუფი/კომპანიაზე გადაცემა, ხარისხის და მოცულობის კონტროლი;
  • ელ კარები, ღილაკები, სენსორები შლაგბაუმების გამართულად მუშაობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ღონისძიებების გატარება;
  • სამღებრო მასალების შესყიდვა/ანგარიშსწორება/აღრიცხვა
  • გარანტიის მქონე ობიექტების იდენტიფიცირება და კონტრაქტორ კომპანიებთან პრობლემური საკითხის გადაცემა, შესრულების ვადის და ხარისხის კონტროლი
  • გარე სარეკლამო მონიტორების მოწესრიგება/გამართვა (ელექტროობა/ქსელი)
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზრუნვა, ბანკის მასშტაბით;
  • შრომის უსაფრთხოების საკითხების მართვა, მომსახურე კომპანიასთან ინფორმაციის გაცვლა და რეგულაციის შესაბამისად ბანკის მასშტაბით საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებების გატარება, მომსახურე კომპანიის ან შიდა რესურსის გამოყენებით
  • სამუშაო აღწერილობაში განსაზღვრულია მხოლოდ ძირითადი მოვალეობები. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობებისა, თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს:
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებები;
  • სხვა ფუნქციონალური დეპარტამენტისგან მიღებული დავალებები უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
  • საყოველთაო მეილის (Everyone Mail) საშუალებით მიღებული დავალებები/ინსტრუქციები რომელიც განკუთვნილია ყველა თანამშრომლისთვის ან თანამშრომელთა კონკრეტული ჯგუფისთვის;
  • პოზიციიდან გამომდინარე ყველა სხვა მოვალეობა, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს მომავალში;

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება ლოგისტიკის/მონიტორინგის სფეროში მინ 1 წელი
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

უნარები:

  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint